მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის წერეთლის მონაკვეთზე ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
