ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ისრაელის ელჩთან შეხვედრას ეხმაურება.
ნათელაშვილი წერს, რომ ივანიშვილს, არასწორი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ მას ებრაელები და აკრიტიკებს მის გუნდს ტერორისტულ რეჟიმთან კავშირისთვის.
„ამას ჰგონია, ებრაელებმა არ იციან მისი კრიმინალური კავშირები ტერორისტულ რეჟიმთან და ვერ ხედავენ, როგორ გადაიქცა მისი გუნდი ტერორისტთა ოფიციალურ დამტირებლად“, — წერს ნათელაშვილი.
