Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

November 5, 2026
“მე მათი სისხლი არ მწყურია, სამართალი მინდა – მათი დაჭერით ბრძოლა არ დასრულებულა…” – გიგა ავალიანის დედა

მე, ეკა კუპატაძე — სადისტურად მოკლული, უდანაშაულო ბიჭის — გიგა ავალიანის დედა, ვცოცხლობ იმისთვის, რომ ფხიზლად ვიდგე გიგა ავალიანის სიმართლისთვის სამართლის სადარაჯოზე და მტკიცედ დავიცვა ის!
ვიცოცხლებ მანამ, სანამ არ დადგება სრულყოფილი სამართალი სპეტაკი გიგა ავალიანისთვის!

სიახლე:
გარდა იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, მე უკვე ვუჩივლე ადვოკატ გიორგი ლეკიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით,
ასევე, გუშინ პოლიციას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული უხვი ინფორმაცია ნია იმნაძის ოჯახის და მისი უფლებადამცველი გიორგი ლეკიშვილის დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედებებთან დაკავშირებით.

დაიწყო გამოძიება.

საქმე ეხება არა მარტო სოციალურ ქსელში ფარული ექაუნთებით გავრცელებულ მასალას, რაც პირდაპირ და ირიბად მიმართულია მოკლული გიგა ავალიანის პატივისა და ღირსების შელახვისკენ, არამედ არაერთ სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.
მადლობა:
პირველივე დღიდან, უამრავი ადვოკატი, არა მარტო სოციალური ქსელში მიდგანან გვერდით, არამედ სასამართლოს ეზოშიც მაჩერებენ, საკუთარ თავს მაცნობენ და უანგარო დახმარებას მპირდებიან.
უფრო მეტიც:
რომ არა ჩემი ჭკვიანი, უშიშარი და ერთგული ადვოკატები:
ზაზა ხატიაშვილი,
დარეჯან სულაშვილი და
თამარ ავალიანი,
დღეს არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ.

უნდა ვთქვა ესეც:
ლეკიშვილის დამცველო ადვოკატებო:
ზოგჯერ სოლიდარობა მოქალაქეობრივი (კოლეგიალურიც) ვალდებულებაა,
ზოგჯერ დანაშაულია.
და თუ ვერ ხვდებით როდის რომელია საჭირო, მაშინ სიჩუმე საუკეთესო გამოსავალია.
უფრო გასაგებად:
დანაშაულის წახალისება, უფრო დიდი დანაშაულია!

თუმცა:
სად იყავით მაშინ, როცა თქვენმა მოწონებულმა გიორგი ლეკიშვილმა ადვოკატ დარეჯან სულაშვილზე საჯარო განცხადება გააკეთა,
“მისგან თავდასხმის საფრთხეს ვგრძნობდით!”-ო
არ გაიშვას თქვენი შერჩევითი კოლეგიალური სოლიდარობა და ბაქი-ბუქი.
ისე:
როცა ადვოკატი ვერ აფასებს მოწინააღმდეგე მხარის სიძლიერეს, მაშინ:
1) თავდაჯერება პროფესიონალიზმის გამოხატულება კი არა, საკუთარი უვიცობის დემონსტრირებაა.
2) ის ბრძოლას კი არ მართავს, საკუთარი მარცხის სცენარს წერს.
3) მისი ყოველი მომდევნო ნაბიჯი არა მოწინააღმდეგის დასუსტებას, არამედ საკუთარი უსუსურობის მხილებას ემსახურება.
4) სტრატეგიას თავხედობით ანაცვლებს,
არგუმენტებს — ხმაურით,
ხოლო პროფესიულ მარცხს — თავდაჯერებით ნიღბავს.
5) მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე საკუთარი უგუნურება ხდება.
6) ყველაზე სახიფათო შეცდომას უშვებს — საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასებით მოწინააღმდეგის უპირატესობას თავადვე ამყარებს.
7) ბრძოლის ველზე გამარჯვების მოსაპოვებლად კი არა, საკუთარი პროფესიული სიშიშვლის საჩვენებლად გამოდის.

მისი ყოველი უგუნური ნაბიჯი მოწინააღმდეგის გამარჯვებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ყველაზე დიდი ირონია კი ის არის, რომ ეს ყოველივე თავად გამარჯვების სტრატეგია ჰგონია.

შენიშვნა:
ადვოკატის ლიცენზია ინდულგენცია არ არის!

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენ შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული – იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს”- რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე
  • “ქართულმა ოცნებამ” მიზანს მიაღწია და საქართველოს ევროპული წინსვლა შეაჩერა” – გიგი გიგიაძე
  • პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge