„რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოსკოვში ვიყავი. ძალიან ძნელი იყო, ქუჩაში დაგვდევდნენ. ნაცნობი ტაქსის მძღოლები გვყავდა და ვეუბნებოდი, რომ მოშორებით გაეჩერებინათ, კარი გაეღოთ, გავვარდებოდი ხოლმე და მანქანაში ვხტებოდი. კავკასიელებს დაგვდევდნენ. სახეზე რომ შემოგვხედავდნენ საბუთების წარდგენას ითხოვდნენ და ხევდნენ პასპორტს.
საშინელება ხდება, არ ვიცი ვინ და რატომ დაუშვა ეს ყველაფერი. იმის გამო, რომ რუსეთი ამხელა ერია, თავს უფლებას აძლევს, რომ ვიღაცები ჩაგროს, ყოველთვის ასე იყო“.
ამის შესახებ მომღერალმა, დათო ხუჯაძემ რუსთავი-2 ის ეთერში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომი გაიხსენა.