Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მარტა კოსმა მოლდოვასთან დაკავშირებით თქვა, რომ კლასში საუკეთესო მოსწავლეა, კლასისა და ბაღის დამოკიდებულება თუ აქვთ დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ, მართლა რაღაც ეშლებათ”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

November 5, 2026
“მარტა კოსმა მოლდოვასთან დაკავშირებით თქვა, რომ კლასში საუკეთესო მოსწავლეა, კლასისა და ბაღის დამოკიდებულება თუ აქვთ დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ, მართლა რაღაც ეშლებათ”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ლამის წესად დაამკვიდრა ზოგიერთმა დიპლომატმა და დღემდე ვხედავთ კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ღია მხილებით მსგავსი მცდელობები შევაჩერეთ, მათ შორის გუშინ, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან, იყო უხეში ჩარევა საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მცდელობა, საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულება მიიტაცონ.

„სხვა შემთხვევებიც ვიცით. გახსოვთ, კელი დეგნანის ელჩობის დროს, საერთო სასამართლოების მოსამართლეები დაიბარეს და მოსთხოვეს პასუხი, თუ არ ვცდები, გვარამიას საქმეზე. ამას ბედავდნენ დიპლომატები. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი ამერიკაში მივიდეს ამერიკის ელჩთან და უთხრას, ესა თუ ის გადაწყვეტილება რატომ მიიღეო? წარმოგიდგენათ? მეორე დღეს რა ბედი ელოდება, დაატოვებინებენ იმავე საღამოს, პირდაპირი რეისით გამოუშვებენ საქართველოში, იმიტომ რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა. ეს კომპლექსები უნდა მოვიცილოთ. არავისგან არ გვესქავლება დემოკრატია, არ გვესწავლება პაველ ჰერჩესკისგან, რომელმაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლონეთში აქვს გატარებული. არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომეკლანტურის ელოტურ საბჭოთა ოჯახში არის გაზრდილი, ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტურ იოგოსლავიაში გაზრდილი არის და მის მიმართ ბრალდებებიც არსებობს, მათ შორის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, რომლისთვისაც დღემდე არ უპასუხია დამაჯერებლად. პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ ოცდაათი წლის წინ? თითქოს ასე უნდა წარმოაჩინონ, რომ ახალი დემოკრატიაა და ვართ უმცროსი დემოკრატია და უფროსი ძმები რაღაცას გვასწავლიან. გადახედოს ყველამ თავის ისტორიას, სად იყო გერმანია 80 წლის წინ, სად იყოს სკანდინავიური ქვეყნები, შვედეთი, დანია, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ევგენისტურ ტესტებს და ექსპერიმენტებს ატარებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატია არავისგან ესწავლება.

„ყველასთან ვართ მზად, ვისაუბროთ დემოკრატიაზე, მაგრამ არა ისე, როგორც ბატონი ჰერჩინსკი აკეთებდა გუშინ, რომ გამოვიდეს როგორც პედაგოგი, რომელმაც აქ სკოლაში რაღაც უნდა გვასწავლოს. გუშინ მარტა კოსმა ეს ტერმინები გამოიყენა, თუ არ ვცდები მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ ის არის კლასში საუკეთესო მოსწავლე. კლასის და ბაღის დამოკიდებულება თუ აქვთ დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ, მართლა რაღაც ეშლებათ. ჩემი აზრით და მე ვფიქრობ, რომ მათ შორის ბატონ ჰერჩინსკის არ მოსწონს ხოლმე საბჭოთა კავშირთან შედარება, მაგრამ ისე იქცევიან, თავის თავს ადარებენ და უსწორებენ საბჭოთა კავშირს.
ნუ მოიქცევიან ისე, როგორც საბჭოთა კავშირში იქცეოდნენ, როდესაც უმცროს ძმებად აღიქვამდა მოსკოვი რესპუბლიკებს, რაც გუშინ გააკეთა ზუსტად ქალბატონმა კოსმა, იქ რომ უმცროს ძმებად აღგვიქვამდნენ, საბჭოთა კავშირში, ახლა ქალბატონმა კოსმა თქვა, რომ კლასში საუკეთესო მასწავლეო, მართლა საბავშვო ბაღი ხომ არ არის, ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და მოგვექცნენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია: „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დედოფლისწყაროში საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა
  • ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი – „კოალიცია ცვლილებისთვის“
  • “საქართველომ უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა და პირიქით, უკან დაიწია” – რა წერია საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკომისიის ანგარიში?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge