დედოფლისწყაროში საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა
ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად 65 წლამდე კაცი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის ბინაში მარტო ცხოვრობს. მათივე ცნობით, სავარაუდოდ, კაცს ჩაეძინა, რა დროსაც სიგარეტის ნამწვისგან სახლში ცეცხლი გაჩნდა. გამოცემა წერს, რომ დაშავებულმა დამწვრობა მკლავზე მიიღო. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.
