Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა

November 5, 2026
“ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს, ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, როგორ მივიდნენ ისინი სასამართლოში და კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოითხოვეს.

“ქართული ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა და აკრძალულია ყველა ქვეყანაში.

“მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ 2 ევროპელ ელჩზე, რომელიც სხვადასხვა დროს იყო მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვა კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიში, რაც არის აკრძალული ყველა ქვეყანაში, ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. ასევე თქვენ ისმენდით საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ სამართლის უზენაესობას საქართველოში. ბოლო პერიოდში პარტიების აკრძალვის საქმესთან დაკავშირებიტაც მოითხოვეს ინფორმაცია, თუმცა, მანამდე იყო სხვა საქმეებთან დაკავშირებით ანალოგიური პროცესები, რაც არასწორია, – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სასამართლოს საქმეში ჩარევაზე ისაუბრა და თქვა, რომ “მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა იყო“.

“გასული წლების განმავლობაში, ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა. ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ავტორიტარული რეჟიმის ბერკეტების გამოყენებით ხელყო. გარდა ამისა, ამ მცდელობების უკან დგანან იგივე უცხოური ძალები, რომლებმაც ავტორიტარული რეჟიმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, თავის დროზე, მწვანე შუქი აუნთეს, – თქვა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სისტემის მონაწილე იყო ათი ათასობით ადამიანი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში დავაყენეთ რეჟიმის შემოქმედების არაკონსტიტუციურობის საკითხი – კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ – ირაკლი კობახიძე
  • “2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იცვლება ის ძირითადი ღირებულებები, რომელთა დაცვის მიზნითაც საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge