Tuesday, November 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 ოქტომბერი იყო სიგიჟე და ადამიანებმა, რომლებიც საპატიმროში აღმოჩნდნენ ვიღაცის სისულელის გამო, იქაურობა უნდა დატოვონ – ბერდია სიჭინავა

November 3, 2026
4 ოქტომბერი იყო სიგიჟე და ადამიანებმა, რომლებიც საპატიმროში აღმოჩნდნენ ვიღაცის სისულელის გამო, იქაურობა უნდა დატოვონ – ბერდია სიჭინავა

ადამიანებმა, რომლებიც საპატიმროში აღმოჩნდნენ ვიღაცის სისულელის გამო, იქაურობა უნდა დატოვონ, რადგან 4 ოქტომბერი იყო სიგიჟე, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა შეცდომით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, — ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს საპატიმროს 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით.

„4 ოქტომბერი იყო „ქართული ოცნების“ ოფისში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაგეგმილი სპეციალური ღონისძიება იყო, რომელშიც მონაწილეობდა ოპოზიციის სულელი, გაყიდული ნაწილი და ზოგი ამ ყველაფერში აიყოლიეს. 4 ოქტომბერი იყო სპეციალური ღონისძიება, რომელიც დამიზნებული იყო ბოიკოტის მიზნით არჩევნების, როგორც ხელისუფლების ცვლილების ინსტრუმენტის განადგურებისკენ. ეს იყო 4 ოქტომბერი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ ეს იყო სპეციალური ღონისძიება, ავანტიურა, რომელშიც არ უნდა მიეღო ოპოზიციას მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენ არ აღმოგვაჩნდა შესაბამისი ძალა, რომ ადამიანები ამაში დაგვერწმუნებინა. 4 ოქტომბერს თავად მოსახლეობა დადგა ფაქტის წინაშე, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი ავანტიურა და ამაზე საუბრობდა არა მხოლოდ გიორგი გახარია, არამედ ეს აღიარა მერე უკვე „ოცნების“ ხელისუფლებამ. მათ შორის მათმა გენერალმა, სუს-ის უფროსმა, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ადამიანებს ჩასაფრებას უწყობდნენ. ირაკლი კობახიძე ადამიანებს სპეცრაზმის სიურპრიზებს ჰპირდებოდა. 4 ოქტომბერი იყო თავიდან ბოლომდე ავანტიურა, რომელიც დაიგეგმა „ოცნების“ და სუს-ის მხრიდან და ამ ავანტიურაში აღმოჩნდნენ ეს ადამიანები.

ვისურვებდი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ორგანიზატორებად და ხელმძღვანელებად მიიჩნევენ თავს, უფრო მეტი ილაპარაკონ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ადამიანებმა, რომლებიც იქ აღმოჩნდნენ ვიღაცის სისულელით, სიგიჟით, ყველამ უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, რადგან 4 ოქტომბერი იყო სისულელე, სიგიჟე, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა შეცდომით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად. 4 ოქტომბრის საქმეზე რაც მეტი ადამიანი დატოვებს საპატიმროს, ამას მხოლოდ მივესალმები. ის ადამიანები, რომლებიც ორგანიზატორებად ან დამხობის ავტორებად მიიჩნევენ თავს, ვალდებული არიან, გამოვიდნენ და თქვან, ვისთან რა მოლაპარაკებებში და შეთანხმებებში იყვნენ. 4 ოქტომბერს, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ „შეუსრულა“ ოპოზიციის გაყიდულ და სულელ ნაწილს“, — განაცხადა სიჭინავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სკოლის საპირფარეშოში მე-4 კლასელ ბიჭს სექსუალური ხასიათის ქმედება მე-6 კლასელმა ბიჭმა აიძულა
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად წესებს და წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფასაც ეხება
  • “სოფელში გლოვის ზარია, 4 შვილის მამა ტრაგიკულად დაიღუპა” – უმძმესი ავარია, რომელსაც 28 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge