„ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “პუბლიკა“ ავრცელებს.
ოქმის შემდგენი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოა.
შსს-ის ეს სამმართველო ბათილაშვილს ედავება, რომ გამოქვეყნებულ ვიდეო-პოსტში ის შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს.
