Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კაზინოებთან დაკავშირებით საპატრიარქო სერიოზულ მსჯელობას აპირებს…”- რას ამბობს რომან გოცირიძე

November 2, 2026
“კაზინოებთან დაკავშირებით საპატრიარქო სერიოზულ მსჯელობას აპირებს…”- რას ამბობს რომან გოცირიძე

მაშინ, როცა ბოლო ათი წლის განმავლობაში სინოდის სხდომა, ალბათ, ათჯერაც კი არ ჩატარებულა, კაზინოების ფუნქციის გაფართოებასთან დაკავშირებით საპატრიარქო სერიოზულ მსჯელობას აპირებს, ოღონდ პოსტ ფაქტუმ-კანონის მიღების შემდეგ.
როგორც საპატრიარქოს, ისე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, იმსჯელოს იმაზე, რაც საჭიროდ მიაჩნია, მაგრამ როცა სინოდის მოწვევას გეგმავ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც უკიდურესად საგანგაშო ხდება. ქვეყანას ვკარგავთ, უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები ციხეებში სხედან და კარგი იქნებოდა, საპატრიარქოს განგაშის ზარები სწორედ ამაზე შემოეკრა და არა იმაზე, შეიძლება თუ არა პოკერის ტურნირის ჩატარება იმ კაზინოში, სადაც ამ თამაშს ისედაც თამაშობენ. სინამდვილეში, რაშია საქმე?
დავიწყოთ იმით, რომ კაზინო ან არის, ან არ არის. მისი რომელიმე ფუნქციის შეკვეცაზე ან გაფართოებაზე საუბარი არასერიოზულია.

ის კანონი, რომელიც ახლა მიიღეს, ცუდია არა იმიტომ, რომ კაზინოებს დამატებით, ერთჯერადად, რამდენიმე ათეული პოკერის მაგიდის დადგმისა და ტურნირის ჩატარების უფლება ეძლევათ, არამედ იმიტომ, რომ ამ ტურნირის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეთა სულ მცირე 80 პროცენტი უცხოელი უნდა იყოს, დამატებითი მაგიდები და ტურნირში მონაწილეთა შემოსავლები გადასახადებისგან თავისუფლდება. ესაა და ეს.
ისეთი რა გაუჭირდათ კაზინოებს, რომ ერთკვირიანი ტურნირის განმავლობაში გადასახადების გადახდას გაექცნენ? აგერ, ყავის კომპანიაა, რომელიც ბოლო წლებია მუდმივად ზარალზე მუშაობს, მაგრამ მილიონობით ლარს ურიცხავს „იმედსა“ და „პოსტივის“. ეს როგორ ხდება? ისე ხდება, რომ მის მეპატრონეს კაზინო აქვს და იქიდან ნაშოვნი ფულით ხელისუფლებას პროპაგანდისტული, სანქცირებული სანაგვის დაფინანსებაში ეხმარება.
კაზინოებში პოკერის სათამაშოდ უცხოელები ჩამოდიან. თუ კაზინო აკრძალული არ არის და წელიწადში ერთხელ, ტურნირის ეგიდით, ასამდე ადამიანი ჩამოვა, რა პრობლემაა ამაში? დახარჯავს ფულს და რაღაც თანხა ბიუჯეტშიც შემოვა. აი, იმაზე უნდა გვესაუბრა, რომ ეს შემოსავალი ბიუჯეტში არ შევა და არა იმაზე, რაც კაზინოებში ისედაც ხდება.

სინოდს კი ურჩევნია, ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას დაანებოს თავი და უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მიხედოს. ესეც ხომ მოჩვენებითი ფაფხურია-როდის ყოფილა, რომ საპატრიარქო „ოცნების“ რუსულ რეჟიმს დაპირისპირებოდა?!“ – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში კაზინოებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება მიეცათ | პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
  • სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო – სხდომას პირველად ესწრება თავად ღარიბაშვილი
  • პარლამენტში დაინიცირდა და განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს განსახილველად გადაეცა კანონის პროექტი, რომელიც სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge