Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეუძლებელია, ერთი და იგივე მოვლენა ევროპაში დემოკრატიის პროგრესად ფასდებოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიის უკუსვლად – ლევან მახაშვილი

November 2, 2026
“საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებაში”- რენატ ბექტუროვი

უკვე ღიმილისმომგვრელიც აღარ არის პროცესების განვითარება და ის გამოხმაურებები, რომლებსაც ევროპაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ვისმენთ. აბსოლუტურად იდენტური სცენარია, იდენტური განვითარება, იდენტური აქტივობები, თუმცა განსხვავებულია შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, საქართველოშიც ზუსტად იგივე ვითარება იყო, როდესაც ძალადობის გამოყენებით პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას ცდილობდნენ – თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პოლიციელების წინააღმდეგ კი, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს იყენებდნენ.

„ამ ადამიანებს თავისუფლებისთვის მებრძოლებს უწოდებდნენ, მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყნებში მსგავს მოვლენებს პოლიციელის მკვლელობის მცდელობად და ძალადობად აფასებდნენ. რაც მთავარია, ყველა მათგანს უმკაცრესი რეაგირებით ემუქრებოდნენ. ერთი მხრივ, უკვე ყველასთვის ნათელია ის სიმართლე, რომლითაც საქართველო მოქმედებდა, ხოლო მეორე მხრივ, აშკარაა ის სიყალბე, რომლითაც ზოგიერთი უცხოელი საქართველოს მიმართ მოქმედებდა. საზოგადოება დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ერთი მიზნით მოქმედებდა – აღეკვეთა ძალადობა საქართველოსა და ქართულ ქუჩებში და არ დაეშვა დაპირისპირება. ამიტომ, ჩვენი აზრით, არანაირი მორალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ცილს სწამებდნენ და აცხადებდნენ, თურმე ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა იყო“, – განაცხადა მახაშვილმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ერთი და იგივე მოვლენა ევროპაში დემოკრატიის პროგრესად ფასდებოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიის უკუსვლად.

„ევროპაში იმავე მიზნით მიღებული კანონები დემოკრატიის დაცვის ფარად მიიჩნეოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიისთვის საფრთხედ. კარგად ჩანს საქართველოს სიმართლე და უცხოელების სიყალბე. ჯანსაღი პროცესი რომ იყოს, არსებულ რეალობას საქართველოს მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულებები უნდა შეეცვალა. თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ სხვა პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოს მიმართ შეიცვლება, ან თუნდაც ქვეყანას ბოდიშს მოუხდიან. მარტივი მიზეზის გამო – ეს პროცესი კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს გაშავება, დაჩაგვრა და მასზე პოლიტიკური ზეწოლა. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან, მაგრამ მთავარია, რომ ქართული საზოგადოება ხედავს როგორც ქართულ სიმართლეს, ისე უცხოელების სიყალბეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩვენი არჩევანი მშვიდობაა, ხოლო მშვიდობის დაცვა ისე, რომ არასოდეს დავთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ინტერესები, უმთავრესი პასუხისმგებლობაა – მაკა ბოჭორიშვილი
  • “დიპლომატიას აზრი მაშინ აქვს, როცა ქვეყნისთვის შედეგს ქმნის, როცა საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან, ამ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • ” ორი რეგიონის ოკუპაციის, უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”- იარკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge