Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დიპლომატიას აზრი მაშინ აქვს, როცა ქვეყნისთვის შედეგს ქმნის, როცა საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან, ამ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

November 2, 2026
ყველას მხოლოდ მოვუწოდებ, საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიონ, სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა- შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განცხადა, დიპლომატია არის პროფესია, რომელიც ხშირად რჩება სცენის მიღმა, მაგრამ სწორედ იქ, ყოველდღიურ მოლაპარაკებებში და რთულ დიალოგებში იქმნება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მისივე თქმით, საერთაშორისო პოლიტიკა არასოდეს ყოფილა სენტიმენტების სფერო, სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. პაპუაშვილის განცხადებით, ამის გაცნობიერება ცინიზმი არ არის, ეს არის პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობა.

„დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი უცხოელი დიპლომატებიც, რომლებიც საქართველოში საკუთარ ქვეყნებს წარმოადგენენ. დიპლომატიური ურთიერთობა მაშინ არის წარმატებული, როდესაც განსხვავებული ინტერესების მიუხედავად, ერთმანეთის მოსმენა, პატივისცემა და პარტნიორობის შენარჩუნება შეგვიძლია. სწორედ ასეთ ურთიერთობებზე დგას ნდობა და სწორედ ასეთ ურთიერთობებს სჭირდება ყველაზე მეტად სიმართლე, პასუხისმგებლობა და ზომიერება.

ერთი წლის წინ, ამავე დღეს, ვთქვი, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იყო. გასულმა წელმა დაგვანახა, რომ ეს მხოლოდ თეორიული გაფრთხილება არ ყოფილა. დღეს საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ხშირად უბრუნდება ძალის, ინტერესისა და გავლენის უხეშ ლოგიკას. ახალი ომების დაწყება ლამის ყოველდღიურობად იქცა, ქვეყნების სუვერენიტეტი უპრეცედენტო გამოცდას გადის, საერთაშორისო სამართლის პრინციპები კი სწორედ მაშინ არის უგულებელყოფილი, როდესაც მათი დაცვა ყველაზე მეტად არის საჭირო.

35 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ჩვენ ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდით სამყაროს, რომელშიც ვბრუნდებოდით. გვეგონა, რომ ცივი ომის დასრულებას მოჰყვებოდა ეპოქა, სადაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას სულ უფრო მეტად განსაზღვრავდა სამართალი და სულ უფრო ნაკლებად ძალა. დღეს მეტი გამოცდილება გვაქვს. დღეს ვიცით, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არასოდეს ყოფილა სენტიმენტების სფერო. სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ამის გაცნობიერება ცინიზმი არ არის ეს არის პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობა.

ამიტომ მინდა, ქართველ დიპლომატებს განსაკუთრებით გითხრათ: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით, მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილი განზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ჩაურევლობის პრინციპის პატივისცემა საქართველომ მხოლოდ სხვებისგან არ უნდა მოითხოვოს.

„საქართველომ თავად უნდა ვაჩვენოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მაგალითი. ქართველი დიპლომატი უცხო ქვეყანაში უნდა იყოს საქართველოს წარმომადგენელი, პარტნიორი და მეგობარი, მაგრამ არა იმ ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების მონაწილე. ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ სხვა ხალხების არჩევანს ისე, როგორც მოვითხოვთ ჩვენი ხალხის არჩევანის პატივისცემას. თუ გვინდა საერთაშორისო წესრიგის აღდგენა, სწორედ ამ მარტივ პრინციპებთან დაბრუნებაა საჭირო სუვერენიტეტი, თანასწორობა, ჩაურევლობა და ურთიერთპატივისცემა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სახელმწიფოებისთვის. დიდი სახელმწიფო შეიძლება ზოგჯერ ფიქრობდეს, რომ წესების დარღვევის ფასს იოლად გადაიხდის. პატარა სახელმწიფოსთვის კი საერთაშორისო სამართალი და სუვერენიტეტის პატივისცემა უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. ამიტომ საქართველოს დიპლომატიის ამოცანა დღეს მხოლოდ ჩვენი პოზიციების ახსნა არ არის. თქვენი საქმეა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა სამყაროში, სადაც ინტერესები სულ უფრო პირდაპირ და ღიად იკვეთება. ამისთვის საჭიროა პრინციპულობაც და მოქნილობაც, პარტნიორების შეძენაც და იმის ცოდნაც, სად გადის ზღვარი კომპრომისსა და საკუთარი ინტერესების დათმობას შორის.

საქართველოს მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანები უცვლელია ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და ქართველი ხალხის კეთილდღეობა. ყველა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ საქართველო ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და მათი დაცვა შეუძლია.

ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა. მისი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა იყოს თქვენი საქმიანობის მთავარი საზომი. საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ სიმტკიცეს, სიბრძნეს და წარმატებას საქართველოს სამსახურში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არსებობს ბარიერი, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, ვმუშაობთ, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე – ირაკლი კობახიძე
  • ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანია უზენაესობის აღსრულება – ირაკლი კობახიძე
  • ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა, ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge