Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბეჭდური მედიის წარმომადგენლები კახა კალაძეს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

November 2, 2026
ბეჭდური მედიის წარმომადგენლები კახა კალაძეს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

ბეჭდური მედიის წარმომადგენლები თბილისის მერს, კახა კალაძეს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოსთვის ყველაზე მძიმე და კრიტიკულ წლებში ბეჭდურმა მედიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი და მამოძრავებელი ძალა სწორედ ბეჭდური მედია იყო და არის.

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინმედიის განვითარებამ თავისი კორექტივები შეიტანა ბეჭდური მედიის ყოველდღიურობაში, არ დაიკარგა მთავარი, პროფესიონალიზმი და მკითხველის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ფეიკნიუსებით“ გაჯერებული სოციალური ქსელების ეპოქაში.

ბეჭდური მედიის როლი კარგად ესმით ცივილიზებულ ქვეყნებში და მას სხვადასხვა მეთოდით, ყველანაირად ხელს უწყობენ. ჩვენ არ ვითხოვთ არც საბიუჯეტო სუბსიდიებს და არც სხვა სახის ფინანსურ შეღავათებს. ჩვენ ვითხოვთ, ერთი მხრივ, ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით სამართლიანობის პრინციპის დაცვას, მეორე მხრივ კი, ჩვენი მკითხველისთვის პრესის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კერძოდ, თბილისში თითზე ჩამოსათვლელი ადგილები დარჩა, სადაც მოქალაქეს პრესის შეძენა შეუძლია. დედაქალაქის ბევრ უბანში მკითხველს ლამის კილომეტრების გავლა მოუწევს, რომ ჟურნალ-გაზეთების გავრცელების წერტილს მიაგნოს.

ჯერ კიდევ 15 წლის წინ არსებობდა დაპირება, რომ თბილისში გაზეთებისა და ჟურნალების გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი, ხშირად ხელოვნური ბარიერები მოიხსნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, საკითხი „მკვდარი წერტილიდან“ არ/ვერ დაიძრა. მეტიც, პრესის გავრცელების დარჩენილ წერტილებს მერია სხვადასხვა მიზეზით აჯარიმებს და რამდენიმე უბანში სტენდების აღებას აპირებს.

მოვუწოდებთ თბილისის მერს კახა კალაძეს, დაიწყოს/განახლდეს მოლაპარაკებები ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან და პრესის გამავრცელებლებთან, რათა თბილისში გამოიყოს პრესის გავრცელების წერტილების საკმარისი რაოდენობა, რომელიც ჟურნალ-გაზეთებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის. სასწორზეა უზარმაზარი ისტორიის მქონე მედიის გადარჩენა და ათეულ ათასობით მკითხველის ინტერესი. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კახა კალაძეს კარგად ესმის.

ჩვენ მზად ვართ გახსნილი, გამჭვირვალე და კონსტრუქციული დიალოგისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ბეჭდური გამოცემები: „თბილისელები“, „ახალი თაობა“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“, „სარკე“, „საერთო გაზეთი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ასავალ დასავალი“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ლელო“, „პლანეტა ფორტე“ და „მერკური“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატიმარ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმეში ახალი გვარი გამოჩნდა
  • „დიტილინი მოგუდვით კლავს“ – ვეტერინარი მიუსაფარი ძაღლების სავარაუდო წამებით დახოცვის მეთოდებზე საუბრობს
  • „ასე დგას იმიტომ, რომ გია დაკარგა და სულერთი იყო მისთვის ვარსკვლავის გახსნა“ – თორნიკე ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge