რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების საკითხზე კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ დასმულ შეკითხვებს ბიზნესმენმა არ უპასუხა.
მოსკოვის მიერ შედგენილ შეზღუდვების სიაში რამდენიმე ქართული კომპანია მოხვდა. მედიაში გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული კომპანიები და უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესაძლო ინტერესებს.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ზურაბ ჩხაიძე მხოლოდ იმას, ამბობს, რომ არ იცის, რა მიზეზით მოხვდა მისი კომპანია რუსული სანქციის ქვეშ.
შეგახსენებთ, რუსული ემბარგოს პირველი ტალღის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის პირველ წერილის მიხედვით აკრძალვა შეეხო შემდეგ კომპანიებს:
„თელიანი ველი“;
„თბილღვინო“;
„ძმები ასკანელები“;
„ვაინმენი“;
„ქართული ლუდის კომპანია“;
„კოკა-კოლა“;
„ნაბეღლავი“.
რამდენიმე დღის წინ მამუკა ფიფიამ დააანონსა, რომ ემბარგოს ახალი ტალღა იქნება.
