დედოფლისწყაროში მდებარე, არწივის ხეობის მთა სახელმწიფოს დაუბრუნდა. ტურისტული ზონაში მდებარე ტერიტორია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსანს, წლების წინ მინიმალურ ფასად მიჰყიდეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნინო კობახიძეს აღარ ეკუთვნის.
ნინო კობახიძემ, რომელმაც დედოფლისწყაროში, არწივის ხეობაში მდებარე 5 413 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, კვადრატული 2 ლარად და 67 თეთრად შეიძინა, ამტკიცებს, რომ არწივის ხეობის ნაწილი თავად დათმო.
აი რა მოხდა: 2026 წლის 16 ივნისს, ნინა კობახიძეს ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილი გაუგზავნა და საინვესტიციო ვალდებულებები შეახსენა. ამ დროს ნინა კობახიძის ახლო მეგობარი, ირაკლი ღარიბაშვილი 4 თვის დაჭერილია პროკურატურა კი მისთვის ახალის ბრალის წარსადგენად ემზადება.
ნინა კობახიძეს 2020 წელს წინ ნაყიდ მიწაზე ვალდებულებები შეახსენეს. ორ დღეში კობახიძე პასუხს აბრუნებს, რომ ტერიტორიას თმობს და იმ ფულზეც უარს ამბობს, რაც აქამდე გადახდილი ჰქონდა.
კირქვის კანიონებით გარშემორტყმული ტერიტორია ქონების ეროვნულმა სააგენტომ 6 წლის წინ გაყიდა. დედოფლისწყაროდან ორ კილომეტრში, არწივის მთა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ნინო კობახიძის სახელზე 2020 წლის 13 მაისს გადაფორმდა.
5413 კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც არწივის ხეობაში ქართული ოცნების ყოფილ ჩინოვნიკს მიჰყიდეს, ზღვის დონიდან 800 მეტრზე, მთის წვერზე მდებარეობს. ტერიტორიას ირგვლივ უნიკალური ტყე და ფერდობები აკრავს. შემოგარენში, იშვიათი სახეობის ფრინველი ბუდობს. კლდოვანი ფერდობები გადაშენების პირას მყოფი მცენარეებით არის დაფარული, მთა ალაზნის ველს, კირქვის კანიონს და კოღოთოს ტბას გადაყურებს. ეს უნიკალური ტერიტორია ისე გაყიდეს, ადგილობრივებისთვის არაფერი უკითხავთ.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 2020 წელს არწივის მთაზე მდებარე მიწის გაყიდვის აუქციონს ერთადერთი მონაწილე ჰყავდა – ნინო კობახიძე, ის უკონკურენტო იყო. 14 ათას 500 ლარი ეს იყო თანხა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა და ახლო მეგობარმა, ღარიბაშვილის სოფელში უნიკალური ხეობის შესაძენად გადაიხადა.დაბალი ფასის მიუხედავად ტერიტორიის ყიდვის სურვილი მთაზე აშენებული ამ სახლის მესაკუთრესაც კი არ გამოუთქვამს. არადა მიწა, რომელიც ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის მეგობარს მიჰყიდეს სახლის გარშემო მდებარეობს.
რა შეცვალა ახლა და რატომ დათმო კობახიძემ ქონება, სადაც დიდი ბიზნეს გეგმა ჰქონდა. ის გვეუბნება, რომ ქონების ყიდვიდან 6 წლის შემდეგ დათვალა, რომ პროექტს დიდი ფული უნდოდა და არ უღირდა.
