ირაკლი დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა – ქართველმა ჯუდოკამ ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკოური დაამარცხა.
დღეს ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმაც – მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფინელი ბარტინ პაუმალაენი დაამარცხა.
ჯამში აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველომ 3, 2 ბრინჯაოსა და 1 ოქროს მედალი მოიპოვა, გუშინ ტურნირზე მესამე ადგილი დიმიტრი გოჩილაიძემ დაიკავა
