ოპოზიციაში დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია და ამის მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აქამდე თავად მიიყვანა საკუთარი თავი ოპოზიციამ, რადგან მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა, პირველ რიგში, მათივე ინტერესები.
„ეს დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია და ამის მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში. აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა, პირველ რიგში, მათივე ინტერესები. როდესაც ისინი არ შევიდნენ პარლამენტში და როდესაც უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, ბუნებრივია, დაისუსტეს საკუთარი თავი და ის დაპირისპირებები, რომლებიც გრძელდება და ამის მორიგი გამოხატულებაა ეს განცხადებაც, არის ზუსტად სისუსტის გამოვლინება“, – განაცხადა პრემიერმა.
