ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს”, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ალდეს“ განცხადებას ეხმაურება.
მისივე თქმით, ALDE-მ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.
„ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია “ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.
ამით თავად ALDE-მ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.
მანამ სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე “ლელოს”, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) კომუნიკაციების ასისტენტი, აოიფ დევერე წერს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მათ შორისაა პარტია „ლელო“ – ALDE-ს (ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის) წევრი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ნაწილი, მისი განცხადებით, წარმატების შემთხვევაში, ამ ნაბიჯმა შესაძლოა ასობით ათასი ამომრჩეველი გაურკვეველ პოლიტიკურ მდგომარეობაში დატოვოს.
