Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსთაველის რეაბილიტაციის დარღვეული ვადები – კორუფციის მკვლევრები კახა კალაძეს სიტყვებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ

October 30, 2026
რუსთაველის რეაბილიტაციის დარღვეული ვადები – კორუფციის მკვლევრები კახა კალაძეს სიტყვებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ

რუსთაველის რეაბილიტაციის დარღვეული ვადები – კორუფციის მკვლევარები თბილისის მერს ტყუილში და ვადებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ და ახსენებენ, რომ რეაბილიტაცია წესით დღეს უნდა დასრულებულიყო.

სამი კონტრაქტი გაფორმდა კომპანიასთან, როდესაც რუსთაველის რეაბილიტაცია დაიწყო და თითოეულ მათგანში იყო ჩანაწერი – 100 კალენდარული დღე, ეს იყო ვადა, რომელიც მიეცა თითოეულ კომპანიას იმისთვის, რომ მინიმუმ საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა.
მათი თქმით, წესით საზოგადოებას დღეს უკვე უნდა ჰქონოდა შედეგი და ისევ გადათხრილ ქუჩებზე არ უნდა უწევდეს სიარული.

კალაძე მანიპულირებს სიტყვებით, როდესაც იძახის, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს ნოემბერში. რეაბილიტაციას აქვს რამდენიმე მიმართულება, მაგალითად საგზაო მიმართულება, რასაც ჰქვია, გზის რეაბილიტაცია, და უნდა დასრულდეს დღეს. კონტრაქტის მიხედვით, რომელიც დაიდო 10 ივლისს, სამუშაოები დაიწყო 23 ივლისს, სამუშაო ვადად კი განისაზღვრა 100 კალენდარული დღე, რაც ნიშნავს, რომ ეს დღე არის დღეს და ეს სამუშაოები უნდა დასრულდეს. სამუშაოების პერიოდში 19 მილიონიანი ტენდერი იყო, რუსთაველის მთლიანი რეაბილიტაცია, ჯამში ამ სამუშაოებს მოულოდნელად ისეთი ახსნა აქვს, რომ ვერ გავთვლიდით, ისეთი წინაღობები შეგვექმნა, შეხვდა კომპანიას და მილიონ 900 ათასი ლარი დაუმატეს, მთელი ამ პერიდოის განმავლობაში, კომპანია მუდმივად არღვევდა კონტრაქტის პირობას, ეს იყო 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი. კომპანიამ დღეს სამუშაოები უნდა დაასრულოს. თუმცა, რუსთაველს თუ შევხედავთ, იქ საგზაო სამუშაოები დღეს ვერ დასრულდება. კალაძეს მოუწევს საგზაო სამუშაოებზე ვადების გახანგრძლივება, – ამბობს ბესო დონაძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თავდაპირველი ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის 2026 წლის 10 ივლისს გაფორმდა. პროექტი მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩისა და შ. რუსთაველის გამზირის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“) მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორი “სმარტ სოლუშენსი” გზის სამივე მონაკვეთში საკონტრაქტო პირობების გამოვლენილი დარღვევისთვის ჯამურად 11-ჯერ დააჯარიმა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევა მოიცავდა კონტრაქტის იმ მუხლის შეუსრულებლობას, რაც კონტრაქტორს 24 საათის განმავლობაში მუშაობას ავალდებულებდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “სარჩელში სერიოზული ნაღმია ჩადებული და დაკმაყოფილების შემთხვევაში ძალიან სახიფათო პრეცედენტს შექმნის” – სიორიძე
  • წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება – გიორგი სიორიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge