გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სარჩელის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც აგვისტოს ომზეა საუბარი.
“ლელო-ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის განცხადებით, ამ კუთხით სარჩელში სახიფათო ნაღმებია ჩადებული – რადგან მისი თქმით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ “2008 წლის ომი არ ყოფილა რუსეთის დამოუკიდებელი აგრესია, არამედ საქართველოს შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლოგიკური შედეგი”.
ეს კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ძალიან სახიფათო პრეცედენტს შექმნის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო პოლიტიკაში”. – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ის ლოგიკა, რომელიც განვითარებული არის სარჩელში, რომელსაც ავითარებს მოსარჩელე მხარე,ქართული ოცნება გულისხმობს იმას რომ 2008 წლის ომი არ ყოფილა რუსეთის დამოუკიდებელი აგრესია, არამედ საქართველოს შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლოგიკური შედეგი. ასეთ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია წარმოდგენილი იქნება, როგორც რეაქცია პროვოკაციაზე, ხოლო პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა გადატანილი საქართველოზე, რაც ჩემი აზრით კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ძალიან სახიფათო პრეცედენტს შექმნის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო პოლიტიკაში.
ეს არის სერიოზული ნაღმი ჩვენი შეფასებით, რომელიც არის ჩადებული სარჩელში. როგორც სარჩელი ისე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაბამისი პარაგრაფები არის მხოლოდ აღწერილობითი ხასიათს, რომელშიც მოვლენები შესაბამისი სამართლებრივი ანალიზის გარეშეა გადმოცემული.
მოსარჩელე მხარე გვეუბნება, რომ 2008 წელს რაც მოხდა მოხდაო, იქ ასკვნის, რომ ეს იყო აგრესორის პროვოკაცია და აგრესორის პასუხი რეაგირება პროვოკაციაზე 2008 წლის ომიო – ეს არის ის ლოგიკა – ამან მოიტანა საქართველოსთვის ეს შედეგებიო 2008 წლის ომის. ვინაიდან ეს ერთხელ უკვე მოხდაო ისტორიაში, ოპოზიციური პარტიებისთვის ეს უნდა ყოფილიყო განჭვრეტადიო, ეს გამოცდილებაო და რადგან განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ განჭვრიტესო და ამის მიუხედავადო, მათ გადაწყვიტეს ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაო, იმიტომ რომ უშუალო საფრთხემდე მიიყვანეს ვითარების გამწვავებაო. თან ამას იყენებენ როგორც განზრახვას, არა როგორც შედეგს ქართული ოცნების დეპუტატები. საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს, რომ მან მხოლოდ ისტორიული გამოცდილების საფუძველზე ჩამოაყალიბოს არა სამართლებრივი, არამედ ისტორიულ-პოლიტიკური, რაღაც შედარებით,ი კომპარატივისტული ნარატივი და კონსტიტუციურად აკრძალოს ხელისუფლების აზრით, ქართული ოცნების აზრით, ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანო პოლიტიკური ქცევა.
აღნიშნული მოთხოვნის გაზიარება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან არა მხოლოდ წინააღმდეგობაში მოვა სასამართლოს ფუნქციასთან, არამედ სასამართლოს პოლიტიზირების, მისი პოლიტიკურ მხარეთ გადაქცევის საშიშ პრეცედენტს შექმნიდა. რა თქმა უნდა, თავისთავად ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი პარტიის პოზიცია სრულად საქართველოს სახელმწიფოს განცხადებულ პოზიციას, რომელიც დღესაც განცხადეული პოზიციაა, რომ ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
