Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი” – რას წერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა

October 30, 2026
“უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი” – რას წერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა

თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის დაკითხვას ითხოვს.

იზა ომაძემ სულხან თამაზაშვილის გვარი მის ახალ მიმართვაში ახსენა.

“ქვეყანაში სადაც სამართალს თვალის ჩინივით დავეძებთ ლამის სრულიად ერი , მიჭირს ყოველ ჯერზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, მაგრამ სხვა გზა არ არის…

დღეს იყო სასამართლო პროცესი, ჩვენ აბსურდის თეატრის მონაწილედ არ გამოვდგებით, წერეთ და იკითხეთ და ალაპარაკეთ ადვოკატებს რამდენიც გინდათ…
სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ მათიც მესმის..

არ მესმის შინაგან საქმეთა მინისტრისშინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia რომელმაც მათემატიკური სიზუსტით იცის ყველაფერი, მან უშვალოდ მკვლელი ჭელიძის და კაველაძისგან მოისმინა, მეგონა მას ეყოფოდა გამბედაობა და რაღაცა სახით მაინც სინათლის მხარეს დადგებოდა, მაგრამ ალბათ დამკვეთი ძალიან, ძალიან უძლეველია…

უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი!” – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

შეგახსენებთ, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ მკვლელობაში ბრალდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დაკავების ღამეს, წყნეთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ბრალდებულების აღიარებითი ჩვენება პირადად მოისმინეს: სულხან თამაზაშვილმა – თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა; კახა მურადაშვილმა – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ; კახაბერ სირაძემ – თბილისის მკვლელობების მთავარი სამმართველოს უფროსმა და გელა ქურდაძემ – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა.

ყოფილი პოლიციელის ადვოკატი ქვაჭრელიშვილზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ დაკავების ღამეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა, პოლიციელებს დეტალურად უთხრეს, რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, სად იმალებოდნენ, რა იყო მათი ფინანსური სარგებელი და ა.შ.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სულხან თამაზაშვილმა დაკავებულების აღიარებითი ჩვენება მოისმინა, ის სატელეფონო კავშირზე იყო ვინმე „ანზორიჩთან“.

საჯარო სივრცეში გაჩნდა ვარაუდი, რომ “ანზორიჩი” ოთარ ფარცხალაძე იყო.

თავის მხრივ სულხან თამაზაშვილი წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს ცრუ მოწმეს უწოდებს. თამაზაშვილი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან პირად რაიმე სახის კონტაქტს უარყოფს.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიასმკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია და ძმები – დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისში, ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭების ვინაობა ცნობილია
  • “შოკში ვარ! ასე მგონია, მე მოვკალი! ეს რა უბედურება დამემართა!”- ცისნამი საყვარლიშვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს
  • გივი თარგამაძე მისი აფეთქების საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად ღარიბაშვილის სიმამარს ასახელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge