Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვატო ყიფიანის ადვოკატი ძმები ფეიქრიშვილების დედას პასუხობს

October 29, 2026
ვატო ყიფიანის ადვოკატი ძმები ფეიქრიშვილების დედას პასუხობს

ვატო ყიფიანის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე ძმები ფეიქრიშვილების დედას პასუხობს – უფლებადამცველი ამბობს რომ ნინო აბრამიშვილი ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს და გამოძიებაზე ზემოქმედებას ცდილობს.

ადვოკატის თქმით, ყიფიანსა და ტყუპებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ასევე მარიკა ფხალაძის თანახმად, ფეიქრიშვილის ჯგუფური ცემის საქმეზე ვატო ყიფიანი ჯერ არც კი გამოუკითხავთ.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვატო ყიფიანი ჯერ-ჯერობით დაკითხული არ არის. ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და თვითონ იუსტიციის მინისტრმაც დაადასტურა და მეც გავიმეორებ იგივეს, მოცემული საქმის ფარგლებში, უდნა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

ამ პერიოდის განმავლობაში ფეიქრიშვილების დედისგან, ქალბატონი ნინოსგან ვრცელდება არასწორი, ცილისმწამებლური ინფორმაციები ვატო ყიფიანთან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ ეს არის გარკვეული ტიპის ზემოქმედება გამოძიებაზე.

არანაირი დაპირისპირება ფეიქრიშვილებსა და ვატო ყიფიანს შორის არ არსებობდა. მართალია, საზოგადოებაში მუსირებს ეს აზრი, რომ თითქოს მათ შორის გარკვეული ტიპის დაპირისპირებაა, მაგრამ ეს ასე არის. ქალბატონი ნინოს განმარტება, თითქოსდა ეს კონფლიქტი არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ვატო ყიფიანი ცდილობდა მისი შვილების ავტომანქანის აფეთქებას, ესეც არის მცდარი ინფორმაცია.

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არანაირი პრივილეგიებით ვატო ყიფიანი ციხეში არ სარგებლობს. ის არის ისეთივე პატიმარი, როგორიც არიან ფეიქრიშვილები. არანაირი ტელეფონები მას იქ არ გააჩნია. არანაირი მისი შვილიშვილების ტელეფონებზე წვდომა მას არ გააჩნია. ეს ყვეალფერი არის აბსურდი. ასეთი არასწორი, ყალბი, ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელებას შეეშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.

მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ თუკი დავით ფეიქრიშვილსი მიმართ გარკვეულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მას ჰქონდა საშუალება სააავადმყოოში, ადვოკატთან, სახალხო დამცველთან ეს პოზიცია დაეფიქსირებინა, რაც მას არ გაუკეთებია. შემდგომ უკვე როგორ განვითარდა მოვლენები და ბუნტის მცდელობა ვისი მხრიდან იყო, ეს უკვე გამოძიების საკითხია და გამოძიება დაადგენს”, – აცხადებს ადვოკატი მარიკა ფხალაძე.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა, მისთვის იმის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა – დავით მათიკაშვილი
  • ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა
  • წავა თუ არა ოპოზიციის აკრძალვის საქმე ევროსასამართლოში – წოწორია კონვენციის 2 მუხლის დარღვევაზე საუბრობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge