Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მაია კოპალეიშვილის განცხადებას, რომ სასამართლოს გორდულაძე უსაზღვრავს ჩარჩოებს და მას მომავალ თავმჯდომარედ ხედავს, ხმაური მოჰყვა – წითლიძემ მას უპასუხა რეპლიკით: „ფუი ეშმაკს“, ნადარაიამ კი თქვა, რომ კოპალეიშვილის შეფასება შეურაცხყოფაა

October 29, 2026
მაია კოპალეიშვილის განცხადებას, რომ სასამართლოს გორდულაძე უსაზღვრავს ჩარჩოებს და მას მომავალ თავმჯდომარედ ხედავს, ხმაური მოჰყვა – წითლიძემ მას უპასუხა რეპლიკით: „ფუი ეშმაკს“, ნადარაიამ კი თქვა, რომ კოპალეიშვილის შეფასება შეურაცხყოფაა

მითითება იმის თაობაზე, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე განუსაზღვრავს სასამართლოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის რა სიტყვა უნდა მისცეს, არის სასამართლოს შეურაცხყოფა – ეს ხომ იყო ძალიან არაადეკვატური შეფასება მიმდინარე მოვლენების – ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლის მაია კოპალეიშვილის განცხადებას, რომ “არჩილ გორდულაძე სასამართლოს ჩარჩოებს უსაზღვრავს”.

მისივე თქმით, ის ხედავს არჩილ გორდულაძეს მოსამართლედ, რადგან ის პროცესის მიმდინარეობის პერიოდში უსაზღვრავს ჩარჩოებს სასამართლოს და „სასამართლოსგან წამოსული რეპლიკები ზუსტად იგივეა, რაც გორდულაძის მოთხოვნები“.

„როგორც კი გორდულაძე რაღაც ჩარჩოებს განუსაზღვრავს სასამართლოს, ის შენიშვნებს აკეთებს მხარეების მიმართ. აუცილებლად უნდა ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ჩემი დაკვირვების შედეგად, ეს დღეები ყოველთვის ასე ხდება, გორდულაძე თითქოს რაღაც საქმიანობის ჩარჩოებს უსაზღვრავს სასამართლოს. შემდეგ უკვე რა რეპლიკაც თქვენგან მოდის, როგორც სასამართლოსგან, ზუსტად იგივეა, რასაც გორდულაძე ითხოვს. ბატონო არჩილ, თქვენ ყოფილიყავით მოსამართლე. მე ვხედავ ბატონ არჩილ გორდულაძეს, როგორც მომავალი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს”, განაცხადა კოპალეიშვილმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლის აღნიშნულ განცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და რეპლიკები მოჰყვა, მათ შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის რეპლიკა: „ფუი ეშმაკს”. ზემოთ აღნიშნულს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია გამოეხმაურა.

„ქალბატონო მაია ეს თქვენი უადგილო ჩართვები უკვე არის ძალიან ბევრი. ამას ახლა საფუძვლიანად უნდა გავცე პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა ამაზე ყურადღება გამემახვილებინა. მინიმუმ იმის გამო, რომ 10 წელი თავად იყავით მოსამართლე. ბატონმა გორდულაძემ ამ ახსნა განმარტებების დროს, დღეს მხოლოდ 2 პროტესტი დააფიქსირა. მითითება იმის თაობაზე, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე განუსაზღვრავს სასამართლოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის რა სიტყვა უნდა მისცეს არის სასამართლოს შეურაცხყოფა, ეს თქვენ კარგად უნდა იცოდეთ. მეორე, ის რომ მხარემ პროტესტი დააფიქსირა ისევე, როგორც თქვენ, არის მხარის უფლება და ყველაზე მთავარი: ამ დღეების მანძილზე, როგორ შეიძლება იმაზე ისაუბროთ, რომ სასამართლო რაიმეში გზღუდავთ? მით უმეტეს იმ პირობებში და იმ მითითებით, რომ ამას აკეთებს მოსარჩელე მხარე და შემდგომ მოსამართლე ამაზე რეაგირებს მოსარჩელის სასარგებლოდ. ეს ხომ იყო ძალიან არაადეკვატური შეფასება მიმდინარე მოვლენების. როგორ შეიძლება დღე ნახევარია საუბრობთ, მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ შეგაწყვეტინოთ, როგორც კი განსახილველ თემას, რომელიმე ახსნა განმარტების მომხსენებლის მოხსენება გასცდა, დაუყოვნებლივ და მყისიერად გამოიწვია ხმაური და სხვადასხვა თემაზე საუბარი. აქედან გამომდინარე სასამართლოს ევალება წესრიგის დაცვა, არა იმიტომ, რომ ეს მისი განსაკუთრებული მოთხოვნა და ახირებაა, თუ აქ წესრიგი არ იქნა, ჩვენ ვერ გავიგებთ რაზე საუბრობთ. როგორ შეიძლება თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, სასამართლოს ამ პირობებში, როგორც წარიმართა სხდომა სასამართლოს პრეტენზია წაუყენოთ, რომ რაიმეში გზღუდავთ, ეს არის წარმოუდგენელი თქვენი მხრიდან. მე თქვენთან კამათს არ ვაპირებ, უადგილო იყო თქვენი სიტყვები და არც პირველი და მეორეა ეს შემთხვევა, სწორედ ამიტომ მაქვს ეს რეაქცია. თქვენ ცდილობთ სასამართლოს ისე წარმოჩენას თითქოს, რაიმე საკითხში გზღუდავთ და რეაგირებს მოსარჩელე მხარის პოზიციაზე. პირიქით, მოსარჩელე მხარემ წამოაყენა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი იქნება, მე არ მეძლევა უკვე დაფიქსირების საშუალება. თქვენ მინიშნებებს რაზეც აკეთებთ ძალიან არასწორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მხარეს მიეცა საფუძვლიანი პროტესტის საშუალება, ესე იგი მე ბატონ ნიკას დროზე ვერ შევაწყვეტინე”, – უპასუხა ნადარაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია, მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს, რათა ქვეყანა ჩავარდეს შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის – გია ვოლსკი
  • მოლოდინი გვაქვს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, სასამართლო დავით და გურამ კაკულიებისა და ბესარიონ ჟვანიას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს – პროკურორი
  • მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია – გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge