Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოლოდინი გვაქვს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, სასამართლო დავით და გურამ კაკულიებისა და ბესარიონ ჟვანიას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს – პროკურორი

October 29, 2026
მოლოდინი გვაქვს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, სასამართლო დავით და გურამ კაკულიებისა და ბესარიონ ჟვანიას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს – პროკურორი

პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების: ძმებ დავით და გურამ კაკულიების და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.

არსებითი განხილვის დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარადგენენ. პროკურორ მედეა ცირამუას შეფასებით, დაცვის მხარის შესავალი სიტყვა აგებული იყო საკუთარ მოსაზრებებსა და შეფასებებზე, ხოლო ბრალდების მხარე საქმეზე მტკიცებულებებიდან გამომდინარე საუბრობდა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე მიიღებს, იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარეს აქვს უფლება, ჰქონდეს და წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია თითქოსდა აღნიშნულ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებები, თუმცა საქმეზე არსებობს როგორც მოწმეთა ჩვენები, ასევე ბრალდებულების ურთიერთკავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია, ბრალდებულების გადაადგილების ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, სადაც ექსპერტიზის დასკვნით ბრალდებულების იდენტურობა დადასტურებულია. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სწორედ ამ მტკიცებულებებით, რომელსაც შემდეგი სხდომიდან გამოვიკვლევთ, მივიღებთ ერთადერთ გადაწყვეტილებას- გამამტყუნებელ განაჩენს“, – განაცხადა მედეა ცირამუამ.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით იყო ერთგვარი გაუგებრობა – ალი მოჯანი ამბობს, რომ საგარეოში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
  • “რუსთაველი და ალ. ჭავჭავაძე ისე გადათხარეს, არც კი განსაზღვრეს, როგორ იარონ მანქანებმა”- რას წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში
  • ბიუჯეტში ფული არ იყო და ვის რა უნდა მოეპარა? ის თანხები, რა თანხებიც ბიძინა ივანიშვილს მილიარდობით აქვს დახარჯული საქართველოში, ვერანაირად ვერ იქნებოდა აქ გამომუშავებული – ირაკლი ქადაგიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge