Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბატონო მოსამართლევ, სხდომა ვერ გამოდგება ნიკა გვარამიას გრძნობების ბენეფისად – გორდულაძემ პოლიტიკოსს სიტყვა გააწყვეტინა

October 29, 2026
ბატონო მოსამართლევ, სხდომა ვერ გამოდგება ნიკა გვარამიას გრძნობების ბენეფისად – გორდულაძემ პოლიტიკოსს სიტყვა გააწყვეტინა

“ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას, რომელიც ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოდი, სიტყვა კიდევ ერთხელ გააწყვეტინა.

“ბატონო მოსამართლევ, სხდომა ვერ გამოდგება ნიკა გვარამიას გრძნობების ბენეფისად, რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ნიკა გვარამია რით ამაყობს?” – თქვა სხდომაზე გორდულაძემ.

კერძოდ, არჩილ გორდულაძის გაღიზიანება მოჰყვა გვარამიას განცხადებების ნაწილს, სადაც კოალიცია “ცვლილებისთვის” ლდიერმა თქვა – „დიახ, მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში, ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. შემიძლია დღესაც, აქაც გავიმეორო, ვთქვა და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ”.

“რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლევ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, ეს თქვენი უფლებაა, იამაყოთ რამდენიც გნებავთ. ნიკა გვარამია რით ამაყობს და რით არ ამაყობს, შეეძლო აქამდე ესაუბრა და ახლა სასამართლო სხდომა ვერ გამოდგება თავისი შეხედულებების და გრძნობების ბენეფისად. ძალიან გთხოვთ, დაუბრუნდეს სასამართლო სარჩელის განხილვის პროცესს”, – განაცხადა გორდულაძემ.

ნიკა გვარამიამ კი საპასუხოდ თქვა, რომ მოსარჩელე მხარე სტრატეგიულ სარჩელში დაშვებული სტრატეგიული შეცდომებით მოპასუხე მხარეს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის და შემდეგ ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპროტესტებს.

„ბატონო თავმჯდომარე, რა მეჩვენება იცით, რომ სარჩელში თვითონ გამიხსნის მეც და სხვებსაც არასწორი ტაქტიკით თუ სტრატეგიით შესაძლებლობების ფანჯარას და მერე, როგორც კი ვსარგებლობთ ამ შესაძლებლობის ფანჯრით, ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და იწყებს პროტესტს. „უკან მიდევნებული ლამპრით“ ასეთი საკითხები არ წყდება. ჩემს წინააღმდეგ ბრალდება არის კონკრეტულ წინადადებაზე, მე გიყვებით ფაქტობრივ გარემოებას, რა ვიგულისხმე ამ წინადადებაში. თუ არ მომეცით შესაძლებლობა იმის დამტკიცების, რა ვიგულისხმე, ბრალდება რჩება ბრალდებად. ნუ განმისაზღვრავთ, რომ ერთ ნაწილს მოვყვე და მეორე ნაწილს არ მოვყვე. ბრალდება ჩემი თავისთვის მე ხომ არ წამომიყენებია, რომ ვამაყობ, ზუსტად იმ ადამიანმა თქვა, რომელმაც ახლა პროტესტი დააყენა. ეს მისი შეცდომაა, პროცედურული აცდენაა თუ რაც არის, მე შესაძლებლობას ვიყენებ და შესაძლებლობის გამოყენება და ჭკუაში მოტყუება, ზოგადად, ჭკვიანების ხვედრია და ასევე, საპროცესო უფლება. ვამთავრებ უკვე – ამდენი საამაყოც არ მაქვს“, – განაცხადა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მოსარჩელე მხარის პროტესტი სამართლიანად მიიჩნია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება, მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა”- შალვა პაპუაშვილი
  • არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას – გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ციხიდანაც და სასამართლოდანაც გამომაგდეს – დიტო ჩუბინიძე
  • სახალხო დამცველი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge