უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ერთი თვის წინ რუსმა ბლოგერმა მისი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ნადირაძის თქმით, მსგავს თემაზე გამოხმაურება და აჟიოტაჟის ატეხა მისთვის მიუღებელია.
“აუ ეს რა იცით ბუზის აქლემად გადაქცევა, ერთი თვის უკან ვიღაც რუსმა ჩათლახმა ბლოგერმა დაწერა რომ მომკლეს. აუუუუ აჟიოტაჟი უნდა ამეტეხა აუ ნახეთ ამ ღორიშვილებმა რა ქნეს მეთქი და მეყვირა ცოცხალი ვარ, ცოცხალი მეთქი, ვერ მოესწრებით მეთქი.
კარგით რა….კაცი ერთ ცუდს არ ამბობს ხელისუფლებაზე და ვერც მათქმევინებთო, მაგათი გადაცემული არაოო Ჩემი საბუთებიო და მეტი რაღა თქვას, ალალად იძახის კაცი”, – წერს ვანო ნადირაძე და ფოტოს აქვეყნებს.