თბილისში გამთენიისას უცნობი პირები ავტომობილის გაღებას ცდილობდნენ. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს შემთხვევის ამსახველი რამდენიმე ვიდეოჩანაწერი აქვთ, რომელზეც სამი პირი ჩანს.
„გაფრთხილება!! მანქანის ქურდები –
გამთენიისას მესამე მკრ მე-10 კორპუსთან მოხდა ფაქტი, ტესლას გაღებას ცდილობდნენ და რამდენიმე ვიდეო გვაქვს, შეუმოწმეს ყველა კარი.
3 ბიჭი, ქუდიანი ჰუდებით.
ფრთხილად იყავით, აქვე ამ პიროვნებებს ვაფრთხილებ, რომ ვიდეოს ვიწერთ და წარვადგენთ პოლიციაში თუ საჭირო გახდა!” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში
