4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება მოსამართლე მზია ლომთათიძემ გააფორმა.
ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი – 5-5 წლით.
საპროცესო შეთანხმების პირობაა ერთი წელი და ერთი თვე რეალური მსჯავრი, ორი წელი კი – პირობითი.
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკიას 6 ნოემბერს გაათავისუფლებენ.
გური ჟვანია კი პენიტენციურ დაწესებულებას 16 ნოემბერს დააკავებენ.
