Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„აზარტული თამაშების პრობლემას ვერცერთი სამინისტრო ვერ მოაგვარებს, თუ ბიძინა ივანიშვილმა არ მოისურვა“ – თამარ ჯაფარიძე

October 27, 2026
„აზარტული თამაშების პრობლემას ვერცერთი სამინისტრო ვერ მოაგვარებს, თუ ბიძინა ივანიშვილმა არ მოისურვა“ – თამარ ჯაფარიძე

„88-მილიარდიან ბრუნვას ნუ ეთამაშებიან“ – ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი თამარ ჯაფარიძე კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას აკრიტიკებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის კონტროლის მექანიზმების განმარტებას სთხოვს და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, მათ შორის მოზარდებში, სერიოზულ პრობლემად რჩება, ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის წახალისებაზე ზრუნავს. ჯაფარიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ციფრული ვალუტის გამოყენებასა და მისი კონტროლის საკითხზე ამახვილებს.

“ყველა ინსტიტუციას სცდება აზარტული მომგებიანი თამაშობების ბიზნესი. ვერც ფინანსთა სამინისტრო, ვერც შემოსავლების სამსახური, ვერცერთი სამინისტრო ამას ვერ მოაგვარებს თუ ერთმა ადამიანმა არ მოისურვა ამის მოგვარება, ჩვენი “ქართული ოცნების”, ჩვენი ქვეყნის გამგებელი და პატრონი, ეს არის ბატონი ივანიშვილი. მე მივმართავ კიდევ ერთხელ, 88 მლრდ-იან ბრუნვას ნუ ეთამაშებიან. აქ შემოვა ფული, რომელსაც ვერ გააკონრტოლებენ და ან როგორ გააკონრტოლებენ, ამ კანონში მე ვეზებე და ვერ ვნახე და ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩნდა. მაშინ გამოვიდნენ ფინანსთა კომიტეტის თავმდჯომარეები, მისი მოადგილეები, ბატონი შოთა ბერეკაშვილი და აგვიხსნან, რა მექანიზმებით აპირებენ ციფრული ვალუტის გაკონტროლებას სათამაშ ბიზნესში, რომელიც აქტიურდა უნდა ჩაიდოს თურმე და ეს იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნისთვის ეკონომიკური მდგრადობის გარანტი. რა მდგრადობაზეა ლაპარაკი, როცა ქვეყანაში 10%-მდე მოზარდია თამაშდამოკიდებული, 56 მლრდია უკვე ორი კვარტლის ბრუნვა”, – ამბობს თამარ ჯაფარიძე.

პარლამენტში კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას განიხილავენ. კანონპროექტით, 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან, უცხოელი მონაწილეები კი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.

შეგახსენებთ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ოფიციალურ რეესტრში ე.წ. შავ სიაში 36 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, რეალური ციფრი გაცილებით საგანგაშოა და აზარტულ თამაშზე დამოკიდებულიი მოქალაქეების რიცხვი 350 ათასს აღწევს. მათ შორის უამრავი მოზარდია.

სკოლის ასაკიდან დაწყებული თამაში, დანგრეული მომავალი და ფული, რომელსაც სიკვდილის სუნი უდის – ასე შეაფასეს შვილმოკლულმა დედებმა სათამაშო ბიზნესის მიერ გამომუშავებული მილიარდები, რომელთაც მიღმა კონკრეტული ადამიანების ტრაგედიები დგას.
სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ, 2025 წელს 88,37 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ბევრად აღემატება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
  • ემოციური კადრები ილია სულამანიძის ქორწილიდან, სადაც პატარძლის გარდაცვლილი მშობლების პატივსაცემად ორი სკამი დადგეს
  • “ჩვენი მიზანია – საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა” – თამარ იოსელიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge