Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას წერს სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელზე, რომლის მიხედვითაც მას მშობლის უფლებების ჩამორთმევა ემუქრება

October 27, 2026
რას წერს სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელზე, რომლის მიხედვითაც მას მშობლის უფლებების ჩამორთმევა ემუქრება

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დის დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა (ლიზა) იას­კომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. იას­კო, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვილ­თან ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, სა­სა­მარ­თლოს­გან ბავ­შვის რჩე­ნის­თვის ალი­მენ­ტის და­კის­რე­ბა­სა და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ითხოვს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია აქ­ვეყ­ნებს.

პარ­ტია “ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­სა­მარ­თლოს ორი მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა: ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ალი­მენ­ტე­ბის და­კის­რე­ბა და სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­მელ­თა­ნაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ად­ვო­კატ დმიტ­რო ბუ­ზა­ნო­ვის თქმით, იას­კოს ალი­მენ­ტის და­კის­რე­ბის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის კარ­გი შან­სი აქვს.

“ლიზა იას­კოს სა­სა­მარ­თლო სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვილ ჟას­მინს ეხე­ბა: მე დიდ პა­ტივს ვცემ ლი­ზას, რო­მე­ლიც, რო­გორც უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, მა­მა­ცუ­რად შრო­მობს თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის და ჩვენს მშვე­ნი­ერ ქა­ლიშ­ვილ ჟას­მინს უკი­დუ­რე­სად რთულ პი­რო­ბებ­ში, მუდ­მი­ვი და­ბომბვე­ბის ფონ­ზე ზრდის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟას­მი­ნი ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ და­ი­ბა­და, მე ის ძა­ლი­ან მიყ­ვარს და გულ­წრფე­ლად ვზრუ­ნავ მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ახლა აღარ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვნა­ხო ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი. ამი­ტომ დე­და­ჩე­მი, გი­უ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე ეს­ტუმ­რა მას კი­ევ­სა და ევ­რო­პის სხვა ქა­ლა­ქებ­ში. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჟას­მინს ყო­ველ­თვი­უ­რად ფი­ნან­სუ­რა­დაც ეხ­მა­რე­ბო­და და ამას დღემ­დე აგ­რძე­ლებს.

გარ­და ამი­სა, დე­და­ჩემ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი გა­ყი­და და 2022 წელს ჟას­მინს კი­ე­ვის ცენ­ტრში ბინა აჩუ­ქა.

რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯა­ხი სრუ­ლად ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი ჟას­მინ­ზე და ყო­ველ­თვის ვიზ­რუ­ნებთ მას­ზე.

იმე­დი მაქვს მალე გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი, რათა პი­რა­დად შევ­ძლო ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან ყოფ­ნა და მას მშობ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო,“ – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

2021–2022 წლე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში დე­პუ­ტა­ტი სა­ა­კაშ­ვილს უთი­თებ­და, რო­გორც პირს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. 2023 წლი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლი მის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში აღარ ფი­გუ­რი­რებს, თუმ­ცა მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის, ჟას­მინ მი­ხა­ი­ლოვ­ნას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კვლავ უც­ვლე­ლია.

2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ცე­მა Glavkom-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვებს უპა­სუ­ხა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ჩა­დის.

“ის სა­კუ­თარ, ძა­ლი­ან რთულ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს. მი­ხე­ილ­მა, არ­სე­ბი­თად, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს და იქ ახლა დაბ­რუ­ნე­ბით ბევრ ადა­მი­ანს მი­ა­ყე­ნა ტკი­ვი­ლი. და ეს ყვე­ლა­ფე­რი რის­თვის? სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის. ვხე­დავთ, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ნა­ბი­ჯ­მა შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო“, – გა­ნა­ცხა­და მა­შინ იას­კომ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნათია თურნავა არ პასუხობს კითხვას, გამოკითხეს თუ არა ნანა ყეინიშვილი და წარუდგენენ თუ არა ბრალს
  • “ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“ – მარიამ ქვრივიშვილი
  • „დღესაც, პირველი არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად სხვადასხვა საკითხებზე ყურადღების გადატანას” – თორნიკე ჭეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge