Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კაწროს“ ადვოკატი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ბილანიშვილმა მიაყენა

October 26, 2026
“კაწროს“ ადვოკატი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ბილანიშვილმა მიაყენა

ავთანდილ ბილანიშვილის ადვოაკტი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ფეიქრიშვილებს დაზიანება მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიაყენა ან კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბილანიშვილი მათ საკანში შეუშვეს.

თამარ აბესაძის თქმით, ასევე დეზინფორმაციაა, რომ ბილანიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თავის სურვილისამებრ გამოდის და დასეირნობს ქალაქში.

“არარსებული ინფორმაციები ვრცელდება, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ერთი საკითხია, რომ პატიმარმა დაზიანება მიაყენა სხვა პატიმარს და ეს არის ყოვლად დაუშვებელი, პირდაპირ უარვყოფთ ამ ფაქტს. მათი ერთ საკანში მოთავსებაც ნამდვილად არ მომხდარა და ამას გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება ამ მოარულ ინფორმაციას, რომელიც ასევე აბსურდია, თითქოს ავთანდილ ბილანიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თავის სურვილისამებრ გამოდის და დასეირნობს ქალაქში, ეს ტყუილია და დეზინფორმაცია, რასაც მასთან მიმართებით ავრცელებენ.

თქვენ იცით, რომ მას ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი და არ შეიძლება ასეთი რაღაც, რომ საზოგადოებამ ყველაფერი ისაუბროს იმის საპირწონედ, როდესაც ამის საფუძველი არ გააჩნიათ.

ტელევიზიით ძალიან ბევრი ინფორმაცია გადის და თუ კი ვინმე მეტყვის იმას, რომ ნაცემია სხვა პატიმარი და ამასთან დაკავშირებით აჟღერებენ ინფორმაციას, ამაზეც მაქვს პასუხები.

ის ინფორმაცია, რომ თითქოს ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა ან კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილი მათ საკანში შეუშვეს, ეს არის ტყუილი. დედა საუბრობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა დედა ამ შემთხვევაში არის არაობიექტური. მას შეიძლება ემოციამ სძლიოს და ალაპარაკოს მისი ეჭვების შესახებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ეჭვებია და არ შეესაბამება სიმართლეს. ასე არ არის, რომ ვისაც რა მოესურვება ის განახორციელოს რომელიმე კამერაში.

ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი და ისინი [ძმები ფეიქრიშვილები] ციხის საერთოდ სხვადასხვა კორპუსში არიან. მე არ ვარ ვალდებული და არც მოვიტან მაგ ცნობებს, თუ რომელ კორპუსშია მაგალითად ავთანდილ ბილანიშვილი და რომელ კორპუსში არიან ისინი.

ველოდებით, რა შედეგებს დაგვიდებს საგამოძიებო სამსახური. საქმეში ჩართულია გენინსპექციაც და სახალხო დამცველის აპარატიც. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს დეტალურად იძიებენ. დადგება ის დრო, როდესაც პირის სახელისა და მისი რეპუტაციის მიმართ შემლახავი ინფორმაციებით მე და ავთანდილ ბილანიშვილი რაიმე სახის სარჩელს წარვადგენთ იმიტომ, რომ ასე ხელაღებით ადამიანზე ისაუბრო ისე, თითქოს შენი თვალით ხედავდე, რა მოხდა და ასე აგორებული ჭორი არ უნდა იყოს გავრცელებული საზოგადოებაში“, – განაცხადა აბესაძემ.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ დღეს მისმა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოინახულა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მას შემდეგ, რაც აგენტურას შეეზღუდა გარე დაფინანსება, ვნახეთ, როგორ ჩაიფუშა და გაქრა ე.წ. მუხტი”- ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნის
  • “კაწროს“ ადვოკატი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ბილანიშვილმა მიაყენა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge