Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მას შემდეგ, რაც აგენტურას შეეზღუდა გარე დაფინანსება, ვნახეთ, როგორ ჩაიფუშა და გაქრა ე.წ. მუხტი”- ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე

October 26, 2026
კირცხალიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა

მას შემდეგ, რაც აგენტურას შეეზღუდა გარე დაფინანსება, ვნახეთ, როგორ ჩაიფუშა და გაქრა ე.წ. მუხტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის” ორგანიზებით გამართულ აქციას ეხმაურება.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები „დაკვეთასა და ბინძურ დაფინანსებაზე“ იდგა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აქციას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, არაფერზე არ იდგა ეს აქციები. მხოლოდ და მხოლოდ ერთზე იდგა, დაკვეთაზე და ბინძურ დაფინანსებაზე. რა დაფინანსება იყო და რას ხმარდებოდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, მათ შორის გამოძიების დამდგარი შედეგებით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამასთან, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი და სხვადასხვა მიმდინარე საკითხი განიხილეს, მათ შორის საუბარი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის განხილვის პროცესზე.

ირაკლი კირცხალიას შეფასებით, დღევანდელი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან „საზოგადოებისთვის ერთიანად პასუხი გაეცა ყველა სპეკულაციურ შეკითხვას“.

„განვიხილეთ სხვადასხვა მიმდინარე საკითხი, ასევე თუ რა დღის წესრიგია პლენარულ სხდომაზე. განვიხილეთ ყველა ის აქტუალური თემა, რომელიც გვაქვს დღეს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. მოგეხსენებათ, ამ კვირასაც ყველაზე აქტუალური თემა იქნება საკონსტიტუციო სასამართლო, იქ მიმდინარე პროცესი, სარჩელი, განხილვები, რომელსაც მთელი საზოგადოება ვადევნებთ თვალს პირდაპირ ეთერში. მიმოვიხილეთ პოლიტიკურად ის მიმდინარეობა, რასაც ვადევნებთ თვალყურს. მოგეხსენებათ, ჩვენი მხრიდან ოთხი დეპუტატი წარმოადგენს ამ სარჩელს.

დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო, ორივე მხარეს ჰქონდა საშუალება, გამოსულიყვნენ, ესაუბრათ თავიანთი დასაბუთების შესახებ ამ სარჩელის ირგვლივ. ძალიან თამამად და გულწრფელად [ვამბობ], რომ სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი და საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა ყველა სპეკულაციურ შეკითხვას ერთიანად. პროცესი გრძელდება, ძალიან კარგია, რომ მაღალი ინტერესია.

ჩვენი მხრიდან, როგორც სარჩელის შედგენაში, ასევე ყველანაირ პოზიციაში, ვაკეთებთ მაქსიმუმს და ვაკეთებთ ყველაფერს, ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო – ეს იქნება სარჩელის დასაბუთება თუ ჩამოყალიბება ამ ყველაფრის, რომ ერთხელ და საბოლოოდ გამოვიდეს ქვეყანა იმ წრედიდან, რასაც ჰქვია ოპოზიციურ ფლანგზე აგენტურული ქსელის საქმიანობა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლაშა ბექაური მიმართვას ავრცელებს
  • რატომ უჩივის ლიზა იასკო სააკაშვილს სასამართლოში და როგორ ეხმიანება ექს-პრეზიდენტი სარჩელს
  • “მას შემდეგ, რაც აგენტურას შეეზღუდა გარე დაფინანსება, ვნახეთ, როგორ ჩაიფუშა და გაქრა ე.წ. მუხტი”- ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge