Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2024 წლის 26 ოქტომბერი ეს არის დღე, როცა ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი და შეეცადა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობთ შეცვლას – შალვა პაპუაშვილი

October 26, 2026
2024 წლის 26 ოქტომბერი ეს არის დღე, როცა ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი და შეეცადა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობთ შეცვლას  – შალვა პაპუაშვილი

[2024 წლის 26 ოქტომბერი] ეს არის დღე, როცა ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი და შეეცადა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობთ შეცვლას – ის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ის არის საქართველოს მტერი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის გასვლის შეფასებას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, “ეს არის საქართველოს შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევის კულმინაციის თარიღი“.

„ხედავთ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას, რომელიც 2 წელია არათუ მართავს ამ ქვეყანას, იმდენად წარმატებულად მართავს ამ ქვეყანას, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპებით ვართ ყველაზე წინ, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერი წევრი თუ კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ვასრულებთ იმ დავალებას, რომელიც ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგვცეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლისთავს რაც შეეხება, ეს არის თარიღი, როდესაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოს შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევის კულმინაცია, მასშტაბის კულმინაცია, როდესაც აღმოჩნდა, რომ არათუ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩევნებში, რის მტკიცებასაც ცდილობდა სალომე ზურაბიშვილი, არამედ აღმოჩნდა, რომ ევროპული ქვეყნები ჩაერივნენ ჩვენს არჩევნებში და ცდილობდნენ საქართველოს არჩევნების ჩაშლას. 26 ოქტომბერი დარჩება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა და ბრიუსელის სირცხვილად, როცა მათ საბჭოთა კავშირის მეთოდებით იმოქმედეს და შეეცადნენ სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევას, ხელისუფლების შეცვლას და საკუთარი მარიონეტების მოყვანას.

ყოველ წელს 26 ოქტომბერი უნდა გავიხსენოთ როგორ ევროკავშირის სირცხვილი და სირცხვილი ბრიუსელის, როგორც უცხო ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის საქმეებში ჩამრევის. ეს არის დღე, როცა ჩვენ ბრიუსელმა მოგვატყუა, მთელი საქართველო და ქართველი ხალხი.

ევროკავშირი 2024 წლის არჩევნების წინ ამბობდა, რომ არჩევნების შეფასებისას მისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. დაიდო დასკვნა და მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა მკაფიოდ, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს ახალი პარლამენტი და ხელისუფლება. ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. აიღო ეს დასკვნა და ნაცვლად იმისა, რომ დაჰყრდნობოდა დასკვნას, მოისროლა სანაგვეში. ეს არის დღე, როცა ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი და შეეცადა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობთ შეცვლას. ის ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ის არის საქართველოს მტერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოსი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ – პარალელების მოძებნას ტყუილად ცდილობენ”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
  • ინფორმაცია, რის საფუძველზეც პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდეს, არ ნიშნავს, რომ გიორგი პატარიძე აუცილებლად დამნაშავეა – გია ვოლსკი
  • წყალი 12 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge