Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინფორმაცია, რის საფუძველზეც პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდეს, არ ნიშნავს, რომ გიორგი პატარიძე აუცილებლად დამნაშავეა – გია ვოლსკი

October 26, 2026
“სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ” – ვოლსკი მეუფე იაკობს პასუხობს

ინფორმაცია, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, არის საფუძველი იმისა, რომ პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდეს – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დამნაშავეა, თუმცა დანაშაულის ყველა ნიშანი არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრის მიმართ დამოკიდებულება, ზოგადად, სახელმწიფოს პოზიციას და სახელმწიფოს სტანდარტს გამოხატავს.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, საქართველოს არასდროს ჰქონია შენიშვნები საერთაშორისო ექსპერტების დონეზე და “არც აპირებს, რაიმე შენიშვნა მიიღოს”.

“საზოგადოებას აინტერესებს სწორი, სამართლიანი და დაუფარავი ინფორმაცია. ინფორმაცია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, არის საფუძველი იმისა, რომ პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დამნაშავეა, თუმცა დანაშაულის ყველა ნიშანი არსებობს. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ გამოძიებას, ვფიქრობ, ინტენსიურად უნდა წარიმართოს. ერთი დავიმახსოვროთ – პატიმარს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ეს არის ადამიანი, რომელსაც შეზღუდული აქვს უფლებები, შეზღუდული აქვს თავისუფლება და მის მიმართ დამოკიდებულება გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას და სახელმწიფოს სტანდარტს ზოგადად. დემოკრატიულ სამყაროში ეს იქნება, რასაკვირველია, გასაანალიზებელი ამ რაკურსით. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ არასდროს გვქონია შენიშვნები საერთაშორისო ექსპერტების დონეზე და არც ვაპირებთ, რომ რაიმე შენიშვნა მივიღოთ. რა საკითხიც არ უნდა იყოს, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, რასაკვირველია, ჩვენ უნდა გვქონდეს წესრიგი ამ ადამიანების თავისუფლებების გარკვეული ნაწილის შეზღუდვის პირობებში,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?”

“აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, – განაცხადეს უწყებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სერბეთში ივანიშვილის ტყუპისცალი დამარცხდა… “ესაა მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის” – მიხეილ სააკაშვილი
  • აგვისტოს ომიდან ორ თვეში მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ან არ გაუკეთებია და დაიბრალა – ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი – არჩილ გორდულაძე
  • “არ გამკვირვებია, მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რომ გიორგი პატარიძის გათავისუფლება მოხდებოდა “- გიორგი დავითაძის დედა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge