Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო მათ პარტიას აკრძალავს

October 26, 2026
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო მათ პარტიას აკრძალავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პოლიტიკურ გუნდს აკრძალავს – განცხადება შალვა კერესელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის პოლიტიკურ პარტიას აკრძალავს, საპარლამენტო მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება.

„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ – „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ, ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი საქმე აღარ გვექნება და ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება,“ – განაცხადა კერესელიძემ.

კითხვაზე, „ანუ, დატოვებთ მანდატებს?“ კერესელიძემ უპასუხა: „დიახ, ბუნებრივია“.

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
  • საკონსტიტუციომ ივანიშვილის მოწმის სტატუსით დაბარებაზე უარი თქვა
  • 2024 წლის 26 ოქტომბერი ეს არის დღე, როცა ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი და შეეცადა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობთ შეცვლას – შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge