გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოძიების ვერსიას უნდობლობას უცხადებს და შვილის საქმეზე ზვიად ხარაზიშვილის გამოკითხვას მოითხოვს. მისი განცხადებით, საქმის მასალებში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, ეჭვქვეშ აყენებს თვითმკვლელობის ვერსიას. ბაჩალიაშვილი ასევე მიუთითებს სამ შავ ჯიპზე, რომლებიც, მისი მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მარნეულის მიმართულებით გადაადგილებას აიძულებდნენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნოდნენ.
„ჩვენ გამოძიების ვერსიას ვუცხადებთ უნდობლობას და მიგვაჩნია რომ, საქმის მასალებში არის არაერთი ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი მტკიცებულება რაც საქმეზე შეცვლის გამოძიების ვერსიას და ცხადყოფს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს.
ჩემი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თავიდანვე კადრები თუ როგორ უჭრის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას სამი შავი ჯიპი და აიძილებენ, რომ გადაუხვიოს მარნეულის მიმართულებით. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი აღნიშნული ჯიპები ეკუთვნის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს და ერთ-ერთ მანქანას მართავდა ზვიად ხარაზიშვილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნულ უშიშროების მანქანებს ჩემი შვილის საქმესთან აქვს კავშირი, გამოძიების მიერ მოხდეს ზვიად ხარაზიშვილის გამოკითხვა“— ნათქვამია გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებაში
