Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართული ოცნება” სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს – TI

October 26, 2026
“ქართული ოცნება” სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს – TI

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერს.

TI-ის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური პლურალიზმისა და საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ნიშნავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სამართლებრივ ანალიზს უცვლელად გთავაზობთ:

”

შესავალი

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მორჩილმა საკონსტიტუციო სასამართლომ ივანიშვილისვე დეპუტატების კონსტიტუციური სარჩელის ბოლო ვარიანტის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანიდან უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სულ რაღაც სამიოდე კვირაში, მოასწრო საქმის სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემაც, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაც, და საკუთრივ არსებითი განხილვის სხდომების 21-23 ოქტომბერს დანიშვნაც.

ასეთი სისწრაფე, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა და მის მიერ მიღებული ბოლო წლების გადაწყვეტილებები, მათ შორის, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხზე, “რუსულ კანონზე”, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე და სხვ., ფაქტიურად არ ტოვებს არავითარ ეჭვს, რომ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს.

სარჩელში მითითებული პარტიების აკრძალვა ნიშნავს ფაქტიურად მთელი პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევანს აღარ დაუტოვებს ქვეყნის ელექტორატის დაახლოებით 40%-ს, რომელმაც, თუნდაც რეჟიმის ცესკოს შედეგებით თუ ვისმჯელებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა აკრძალვას ქვემდებარე პარტიებს მისცა. ასეთი არჩევანის მოსპობა ნიშნავს პოლიტიკური პლურალიზმის დასრულებას, მეტიც საარჩევნო დემოკრატიის დასრულებასაც.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური სარჩელის სიღრმისეული ანალიზი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ: დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაქვეყნა. ამჯერად, გთავაზობთ განახლებული სარჩელის მოკლე შეფასებას, რომელიც წმინდა იურიდიული ანალიზით შემოიფაგლება და არ შეიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილების შესაძლო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ან სხვა შედეგების დეტალურ ანალიზს.

1. სამართლებრივი შეფასების კრიტერიუმები

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას უშვებს კონკრეტული, ამომწურავად ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას:

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ანდა ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნის ქონა;
ომის ან ძალადობის პროპაგანდა;
ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება.
პარტიის აკრძალვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა კონსტიტუციურად გამართლებული, თუ მოსარჩელეები დაამტკიცებდნენ, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მიზანს ემსახურებიან ან აღწერილ რომელიმე ქმედებაში არიან ჩაბმულნი.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციური სარჩელი მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მას თან ერთვის, არის ე.წ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის („წულუკიანის კომისია“) დასკვნა, კომისიისა, რომელიც კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით შეიქმნა, რომლის მანდატი შორს სცილდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ჩარჩოებს და, რომელიც ძირითადად საეჭვო მოწმეების ჩვენებების საფუძველზე გაკეთებული სპეკულაციებისა და ვარაუდებისგან შედგება.

2. სარჩელში მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის ჭრილში

ა) 2004–2012 წლებში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები

სარჩელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირებს წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მკვლელობებს, უკანონო თვალთვალს, საკუთრების უფლების ხელყოფას, ბიზნესზე ზეწოლასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვას. მითითებულია კონკრეტული საქმეები, მათ შორის, ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანისა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლაც ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ მძიმე შემთხვევას. მაგრამ პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის საკმარისი არ არის იმის დადგენა, რომ მისმა წარმომადგენლებმა დაარღვიეს კანონი და ადამიანის უფლებები. აუცილებელია შესაბამისი ფაქტების დაკავშირება კონსტიტუციაში პირდაპირ ჩამოთვლილ რომელიმე საფუძველთან და იმის დასაბუთება, რომ ამ ქმედებებს პარტიისთვის შერაცხული მიზანი ან შესაბამისი კონსტიტუციური საფრთხე უდევს საფუძვლად. ივანიშვილის დეპუტატების უსუსური მცდელობა, დაასაბუთონ, რომ კონსტიტუციური წყობილების დამხობასა თუ ძალადობით შეცვლაში „ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფაც“ შეიძლება იგულისხმებოდეს, სრულიად არადამარწმუნებელია ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის.

ასეც რომ არ იყოს, გაუგებარია, როგორ შეიძლება 2004-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების დროს თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეერაცხოს სხვა მოპასუხე პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლებს მაშინდელ ხელისუფლებასთან ან საერთოდ არ ჰქონდათ კავშირი, ანდა თუ ჰქონდათ, ასეთ დანაშაულებში არავითარი როლი არ მიუძღვით. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს
  • სპეცრაზმელების საქმე – მოკლული ბიჭის დედა ერთ-ერთი დაკავებულის შეყვარებულის დასჯას ითხოვს
  • “- აღარ არის დამალვის დროს, ამ ინფორმაციას დიდი ხანი არ ვასაჯაროებდი… – გურიკა მამამისმა სველი ჯინსის შარვლით სცემა” – რას ამბობს სოფო ბიბილაშვილი და რას პასუხობს გურამ დადიანიძის მამა?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge