ხვიჩა კვარაცხელია “ოქროს ბურთის” 2026 წლის დაჯილდოებას ტრავმის გამო ვერ დაესწრება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Geo team-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ასევე ცერემონიაზე ვერ იქნება პსჟ-ს დელეგაციაც, რომელსაც წინა წლის მსგავსად, “ოქროს ბურთის” დაჯილდოების დღეს მატჩი ჩაუნიშნეს.
“ხვიჩა კვარაცხელია ახალი კვირის დასაწყისში მუხლის ოპერაციას გაიკეთებს. ზუსტი თარიღი მალე დაზუსტდება” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
