5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ორ საათში განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მოსამართლეთა პლენუმმა დღეს უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ოპოზიციის რიგით მე-11 და გახარიას პარტიის მე-4 შუამდგომლობაზე. საუბარია მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვაზე.
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნები დაუსაბუთებელია და მოპასუხე მხარე პროცესის გაჭიანურებას ხელოვნურად ცდილობს. უმრავლესობა კიდევ ერთხელ საუბრობს კონსტიტუციურ სარჩელში არსებულ მტკიცებულებებზე და იმედოვნებს, რომ სასამართლო, საბოლოოდ, სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი, მიმდინარე პროცესით, მილიონობით ადამიანისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას ცდილობს.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, საზოგადოება მიმდინარე პროცეს საკუთარი თვალით აკვირდება, რის შემდეგ შესაბამის დასკვნასაც გამოიტანს.
“მილიონზე ნაკლები ადამიანის ხმების უფლების შეზღუდვა ხდება ოფიციალურად. ამ ყველაფერს თავისი თვალით ხედავს ქართული საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
