Saturday, October 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

13 სანქცია 3 თვეში – რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

October 23, 2026
13 სანქცია 3 თვეში – რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კიდევ ერთხელ დაჯარიმდა.

საუბარია კომპანია „სმარტ სოლუშენსზე“, რომელსაც ფულადი სანქცია, წინა შემთხვევების მსგავსად, კვლავ სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შესრულების ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული, 22 ოქტომბრით დათარიღებული ჯარიმის წერილიდან ირკვევა, ფულადი სანქციის ოდენობა 1 271 ლარია.

საჯარიმო წერილში განმარტებულია, რომ 2026 წლის 20 ოქტომბერს (22:56 საათზე) განხორციელებული ინსპექტირების დროს რუსთაველის გამზირის, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

„სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.8 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, დაგეკისრათ ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (6 355 905.86 ლარი) 0.02%-ის ოდენობით – 1 271.19 ლარი“, – აღნიშნულია წერილში.

ცნობისთვის, ეს რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისთვის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე რიგით მეოთხე ჯარიმაა.

თუმცა, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროის დარღვევისთვის მიღებული აქვს:

თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ მონაკვეთზე – 3 ჯარიმა, ხოლო ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე – 6 ჯარიმა. სულ კომპანიას ფულადი სანქცია უკვე 13-ჯერ დაეკისრა, ჯამში ჯარიმის მოცულობამ 18 ათას ლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, შპს „სმარტ სოლუშენსი“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან. ბიზნესის 100%-იან წილს კი თავად ლევან გოგსაძე ფლობს.

კომპანიამ მიმდინარე წელს მონაწილეობა მიიღო 8 სახელმწიფო შესყიდვაში, თუმცა ამ დრომდე ვერც ერთში გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, როგორც დაანონსებულია, სამუშაოები 4 თვეში, ანუ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. გამზირის რეაბილიტაცია 20.487 მლნ ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.

ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა მიმართვას ავრცელებს
  • “მოსალოდნელია თოვლი”- მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
  • “სიკვდილს რატომ ვერ გაუმკლავდი”- ვრცელდება რამდენიმე დღის წინ “გლდანი მოლში” გარდაცვლილი ხელბურთელის ვიდეო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge