“რატიკო შენი დასახული მიზანი ხომ აასრულე, ამ დაღუპულ სიკვდილს რატომ ვერ გაუმკლავდი რატომ…” – წერს გარდაცვლილი ხელბურთელის, რატი მსხვილიძის ნათესავი სოციალურ ქსელში და მის შესახებ სიუჟეტს აზიარებს.
ცნობისთვის, რატი მსხვილიძე მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, “გლდანი მოლის” ერთ-ერთ აფთიაქში გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ის აფთიაქში შევიდა და დახმარება ითხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევაა.
