Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღემდე მაქვს არაერთი სერიოზული კითხვა”- რას წერს დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით

October 22, 2026
“დღემდე მაქვს არაერთი სერიოზული კითხვა”- რას წერს დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, კულტურის ყოფილი მინისტრის თიკა რუხაძის და სუს-ის ექს-შეფის, მამუკა მდინარაძის იმ გულშემატკივარებს ეხებათ, რომლებმაც მისი წინა განცხადება გააკრიტიკეს.

ოქიტაშვილი იხსენებს 2012 წლის ოქტომბერს, “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს და კითხვას სვამს – “მაინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში?”

“მამუკა მდინარაძემ გაყარა და ჩარეცხა 2012-იანები, ბოლოს ვინ ჩაირეცხა კი ჩანს” – წერს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი.

ოქიტაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია მცდელობა, რომ “2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში მთავარი მონაწილეების დავიწყება ასე მარტივად შეიძლებოდეს”.

ბოლო დღეებია, თიკა რუხაძისა და მამუკა მდინარაძის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი, მათ შორის სოციალურ ქსელში აქტიური ანონიმური ანგარიშები, ერთსა და იმავე შეძახილს იმეორებს: **„ცილი დაგვწამა ოქიტაშვილმა!“
“ცილი დაგწამეთ?”რატო ბატონებო? სიმართლის თქმისგან? კითხვების დასმისგან? თუ იმ ადამიანების მხილებაზე უნდა ვთქვა უარი, რომლებსაც საკუთარი თავი ხელშეუხებელი ჰგონიათ?(და მთელი ოცნების გუნდი ლაფში ამოსვარა)
**ვერ მოგართვით, ბატონებო!**
ძვირფასო „გადაგდებულ-გადმოგდებულებო“, სანამ სხვის პასუხისგაბლობას მოითხოვთ, იქნებ ჯერ ირგვლივ მიმოიხედოთ და თქვენი ყოფილი პოლიტიკური მფარველების საქმიანობით დაინტერესდეთ?!
ერთი – თიკა რუხაძე, რომლის კულტურის სამინისტროში საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე მაქვს არაერთი სერიოზული კითხვა.
მეორე – მამუკა მდინარაძე, რომლის პოლიტიკურ საქმიანობასა და „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესებში მის როლს მწვავედ ვაკრიტიკებ, რომელმაც გაყარა და ჩარეცხა (ბოლოს ვინ ჩაირეცხა კი ჩანს) 2012-იანები.
მათ მიმართ ჩემი პოლიტიკური შეფასებები არ შეცვლილა და არც ვინმეს სოციალურ ქსელში მოწყობილი ისტერიის გამო შეიცვლება.
**ახლა კი საქმეზე გადავიდეთ!**
რა კარგია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია საბოლოოდ გასაჯაროვდა!
მადლობა
საქართველოს მთავრობა
**და ახლა, ქალბატონო თიკა, კიდევ რამდენიმე კითხვა პირადად თქვენთან!**
ძალიან ბევრი ხალხი და ხელოვანი გადანაშაულებთ?თქვენი მოღვაწეობის პერიოდში ჩადენილ უამრავ გადაწყვეტილებების გამო?იქნებ გასცეთ პასუხი რადგან ამით კვლავ აზიანებთ ქართული ოცნების იმიჯს.
**ვინმეს ჰგონია, რომ ამ კითხვების დასმას შევწყვეტ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცები „ოქიტაშვილს“ ყვირიან?**
დამშვიდდით, ბატონებო!
ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი.
და ახლა იმაზე, რაც ჩემთვის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის.
**2012 წლის 1 ოქტომბერი!**
ეს თარიღი ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის მხოლოდ კალენდრის ერთი დღე არ ყოფილა.
ეს იყო წლების ბრძოლის, წინააღმდეგობის, რწმენისა და დიდი პოლიტიკური გამარჯვების დღე.
ეს გამარჯვება არ ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდნენ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე და დღეს ცდილობენ, იმ ბრძოლის ისტორიის საკუთარი ვერსია შექმნან.
მინდა შევახსენო ყველას: **ვინც 2012 წლის გამარჯვებისთვის იბრძოდა, კარგად ახსოვს, ვინ სად იდგა, ვინ რა გააკეთა და ვინ გამოჩნდა გამარჯვების შემდეგ!**
მაინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში?
ამ კითხვას ვსვამ საჯაროდ.
ჩემთვის მიუღებელია მცდელობა, თითქოს ამ ისტორიის გადაწერა ან მისი მთავარი მონაწილეების დავიწყება ასე მარტივად შეიძლებოდეს.
**2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებას ვერავინ წაგვართმევს!**
ვერ წაგვართმევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გვერდით იდგნენ მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობას რეალური გამბედაობა სჭირდებოდა.
მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩემს ეკას იმ პოლიტიკური გამარჯვებისთვის, რომელმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი ადგილი დაიკავა.
ჩვენ ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომელთა გამოც მაშინ ვიბრძოდით, და არ ვაპირებთ, ვინმეს პოლიტიკური ამბიციების გამო საკუთარ წარსულზე, პრინციპებსა და პოზიციებზე უარი ვთქვათ.
**ახლა კი ჩემს განსაკუთრებით აქტიურ კრიტიკოსებს მივმართავ:**
რამდენიც გინდათ, იყვირეთ – „ოქიტაშვილოოოოო!“
რამდენიც გინდათ, დაწერეთ!ტროლებო და ბოტებო
რამდენიც გინდათ, გაიმეორეთ ერთი და იგივე!
ამით ვერც ერთი კითხვა ვერ გაქრება და ვერც ერთი დოკუმენტი ვერ დაკარგავს მნიშვნელობას.
თქვენი ხმაური ჩემთვის პასუხი არ არის.
მე მაინტერესებს ფაქტები, ხელშეკრულებები, ხარჯთაღრიცხვები, საბიუჯეტო ოპერაციები და გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა პასუხისმგებლობა.
**და ბოლოს, ძვირფასო ოპონენტებო…**
არსებობს ერთი ცნობილი გამონათქვამი, რომელსაც ხშირად ჩინურ სიბრძნეს მიაწერენ:
*„დაჯექი მდინარის პირას და დაელოდე – ოდესმე შენი მტრის გვამი ჩაივლის.“*
მე ამ გამონათქვამში პოლიტიკურ მეტაფორას ვხედავ და არა ვინმეს მიმართ ზიანის სურვილს.
პოლიტიკაში ხანდახან ყველაზე ძლიერი პასუხი დროა.
დრო, რომელიც ბევრ რამეს თავის ადგილს მიუჩენს.
**ასე რომ, ნუ ჩქარობთ, ბატონებო!**
ჯერ კითხვებზე პასუხები მივიღოთ.
დანარჩენს ისტორია შეაფასებს.
**და სანამ ისევ „გაჰყვირიხართ და ოქიტაშვილს“ დაიძახებთ, ერთხელ მაინც სცადეთ და იმ კითხვებს უპასუხეთ, რომელთა მოსმენაც ასე გაღიზიანებთ!**
ვერავინ ვერ ამიგრძალავს კითხვის დასმას და არავის მივცემ იმის უფლებას ლაფში ამოსვაროს და ტალახი ესროლოს 2012წლის მონაპოვარს და იმ ადამიანებს ვინც თავი გადადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად და დაამარცხა საქართველოში უბედურება.
კიდე ბევრ კუთხვის დასმას ვაპირებ დამელოდეთ“, – წერს დავით ოქიტაშვილი. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს
  • მსახიობი ტომ სკერიტი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • “GWP-ის უნდა, რომ მშრალად გამოძვრეს ამ საქმიდან”- სალობიე “ბია” დაიტბორა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge