გიორგი ახობაძესთან სახლში პოლიცია მივიდა – ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ახობაძე აქვეყნებს.
ირკვევა, რომ სამოქალაქო აქტივისტს მუქარის ფაქტზე გამოკითხვაზე მოწმის სახით იბარებენ – თუმცა ახობაძის თქმით, დეტალებს არ ეუბნებიან.
“ისევ მოვიდნენ… მოწმის სახით გამოკითხვაზე მიბარებენ მუქარის ფაქტზე, ოღონდ არ მეუბნებიან დეტალებს. 24/7-ზე და 365 დღიდან დღე არ გადის ისე, რომ მუქარას არ ვიღებდე და აქეთ ჩემთან აქვთ კითხვები თურმე” – წერს გიორგი ახობაძე.
