პოლონეთში პუტინის მოწინააღმდეგე კარიკატურისტის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს | ინფორმაციას ამის შესახებ Европейская правда ავრცელებს.
მათი ცნობით, 22 წლის კაცს მკვლელობაში დახმარებაში ედება ბრალი. სასამართლომ მას უკვე შეუფარდა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა. მკვლელობის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.
სემიონ სკრეპეცკი 2026 წლის 15 ივნისს მოკლეს. მას ახლო მანძილიდან რამდენჯერმე ესროლეს – მხატვარი ადგილზევე გარდაიცვალა. 18 ივნისს პოლონეთის პრემიერმა, დონლად ტუსკმა განაცხადა, რომ აღნიშნული სამქეზე ერთი პირი დააკავეს – დაკავებულს საქართველოს პასპორტი აღმოაჩნდა.
