Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“განაჩენი გამოტანილია და თქვენი სრული იგნორირება ხდება”- ბადრი ჯაფარიძის მიმართვა მოსამართლეებს

October 22, 2026
“ჩვენ, პროკურატურა და ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს ეს დევნა, თანაბარ პირობებში რომ ვიყოთ, ცხადია, ეს პროცესი არ იქნებოდა…” –  ბადრი ჯაფარიძე „საბოტაჟის საქმეზე“

ქართული ოცნების ლიდერის განცხადება, რომ პარტიების გაუქმებამდე რამდენიმე დღე დარჩა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფა და მასზე ზემოქმედების მცდელობაა – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

“როდესაც პოლიტიკოსი პარტიების გაუქმებაზე წინასწარ საუბრობს, გამოდის, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია და სასამართლოს კომპეტენცია იგნორირებულია”- განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

“ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე. ამაზე მეტი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიაყენო?

ეს არის უზარმაზარი შეურაცხყოფა სწორედ თქვენი კომპეტენციისა და უფლებამოსილების მიმართ, როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ რამდენიმე დღე დარჩა ამ პარტიების არსებობისთვის, ანუ განაჩენი გამოტანილია და თქვენი სრული იგნორირება ხდება. ეს არის თქვენზე ზემოქმედება” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ლელოს” ლიდერის ამ შეფასებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ თქვა, რომ სასამართლო პოლიტიკოსების განცხადებებს ვერ შეაფასებს. ნადარაია ამტკიცებს, რომ სასამართლოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს. მისივე განცხადებით, ზეწოლის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

“ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. სხვადასხვა ინტერვიუში ყველა მხარე ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს. არავითარი ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერ მოგვაქცევს ვერავინ. არავითარ მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგაქცევთ ვერავინ ვერასოდეს, ეს იცოდეთ”, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი ნემსაძის და, ნინო ნემსაძე ემოციურ პოსტს ავრცელებს
  • ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები – ვის გადაეცა ოქროს დინოზავრი
  • “დღემდე მაქვს არაერთი სერიოზული კითხვა”- რას წერს დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge