Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დიდი შეურაცხყოფაა, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე – 5 ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს”- ბადრი ჯაფარიძე

October 22, 2026
“დიდი შეურაცხყოფაა, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე – 5 ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს”- ბადრი ჯაფარიძე

ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი [„ქართული ოცნების“] ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე – ამაზე დიდი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი, მითხარით?- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, პარტიების აკრძალვის საკითხზე განაჩენი წინასწარ უკვე გამოტანილია და ხდება პლენუმის სრული იგნორირება.

„ჩვენ კვლავ ვნახეთ, მანიპულაციის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს ამ საქმესთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე- ამაზე დიდი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი, მითხარით? ეს არის უზარმაზარი შეურაცხყოფა სწორედ თქვენი კომპეტენციის, უფლებამოსილების, როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ რამდენიმე დღე აქვს პარტიებს არსებობისთვის, ანუ განაჩენი გამოიტანა და თქვენი სრული იგნორირება ხდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ უპასუხა.

„ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. პოლიტიკოსების განცხადებების შეფასება, რომელიც სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა… სხვადასხვა ინტერვიუებში ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს ყველა მხარე“, – განაცხადა ნადარაიამ.

ამის შემდგომ, მას ბადრი ჯაფარიძემ უთხრა, რომ ეს არის მათზე ანუ მოსამართლეებზე ზემოქმედების მცდელობა, რაზეც თავის მხრივ, სასამართლოს თავმჯდომარემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ მოსამართლეები ზემოქმედების ქვეშ არ ექცევიან.

„ვერავითარი ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერასდროს ვერავინ მოგვაქცევს. [ზემოქმედების] არავითარ მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ, ვერასდროს, ეს იცოდეთ“, – აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ამის შემდგომ, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რა არის „ლელოს“ შუამდგომლობის მოტივაცია. მისი თქმით, ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს.

„ამ შუამდგომლობის აქ, მთავარი მოტივატორი არის ის, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს – ხუთი, ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, ყოველ შემთხვევაში, „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ შექმნილი არის 2019 წლის ბოლოს. არანაირ კავშირში არ არის სხვა პოლიტიკური ორგანიზაციასთან არც დაფუძნების, არც მისი ისტორიის კუთხით. ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს, არამხოლოდ გაუქმება, არამედ მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს. ამიტომ, ევროპულ კონვენციასთან ამ მოთხოვნისთვის შესაბამისობის სტანდარტი უნდა იქნას განსაზღვრული. ჩვენი შუამდგომლობის მთავარი მოტივატორი არის ის, რომ სრულიად უპრეცედენტოა. თან არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ კონსულტაციისთვის შესაძლებელია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სრულიად საფუძვლიანად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩვენი მთავარი მოტივატორი არის ის, რომ ამ სასამართლომ განსაზღვროს ევროპულ კონვენციასთან 5 პარტიის გაუქმების მოთხოვნის შესაბამისობის შემთხვევაში, რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის ამ განმარტება გამოეხმაურა მოსარჩელე მხარე, „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ გორდულაძე.

„აბსოლუტურად სწორად თქვა ბატონმა ჯაფარიძემ, რომ არ არსებობს ხუთი პარტიის ერთ პროცესში გაუქმების და მსჯელობის ასეთი მაგალითი. დიახ, ასეა, მაგრამ სამწუხაროდ, არც ის არსებობს, რომ ხუთმა პარტიამ ერთად, მჭიდროდ დაკავშირებულებმა, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის ამ განცხადებას სასამართლოს თავმჯდომარემ უპასუხა.

„დაბრძანდით ბატონო არჩილ, მეგონა რამეს ისეთს ამბობდი შუამდგომლობასთან დაკავშირებით…“-აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • პენიტენციური გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატს პასუხობს
  • “განაჩენი გამოტანილია და თქვენი სრული იგნორირება ხდება”- ბადრი ჯაფარიძის მიმართვა მოსამართლეებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge