Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან არ გვაქვს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ჰუმანიტარულ სფეროს, ტრანსპორტის სფეროს, ეკონომიკას ეხება, რასთან დაკავშირებითაც საკომუნიკაციო ხაზის ფუნქციონირება აუცილებელია – ირაკლი ქადაგიშვილი

October 22, 2026
პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან არ გვაქვს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ჰუმანიტარულ სფეროს, ტრანსპორტის სფეროს, ეკონომიკას ეხება, რასთან დაკავშირებითაც საკომუნიკაციო ხაზის ფუნქციონირება აუცილებელია – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ გვჭირდება ყველა ვითარებაში გარკვეული კომუნიკაციის არხის ქონა რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოკუპაციის გამო რუსეთთან დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, თუმცა ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ სატრანსპორტო საკითხების მოსაგვარებლად საკომუნიკაციო არხის ფუნქციონირება აუცილებელია.

„ეს არის ძალიან პოზიტიური, მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯი გადადგმული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ჩვენ გვჭირდება ყველა ვითარებაში გარკვეული კომუნიკაციის არხის ქონა რუსეთის ფედერაციასთან. მოგეხსენებათ, რომ ოკუპაციიდან გამომდინარე დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს, პოლიტიკური დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან არა გვაქვს. მაგრამ, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ჰუმანიტარულ სფეროს ეხება, ტრანსპორტის სფეროს ეხება, ეკონომიკას ეხება, ან იგივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების საკითხს შეიძლება შეეხებოდეს, რასთან დაკავშირებითაც ამ საკომუნიკაციო ხაზის ფუნქციონირება არის აუცილებელი.

დღეს ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ ხედავდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის სწორედ მრავალმხრივი კომუნიკაციის საჭიროება ნებისმიერი ქვეყნისათვის და მათ შორის, საქართველოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მთელი ევროპა, ამერიკა, არ ვიცი ვინ აღარ არის ჩართული. ამიტომ ნურავინ ნუ გამოიშვერს თითს საქართველოსკენ იმ მიზნით, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს კანონიერი, ასე ვთქვათ, უფლება, რომ გარკვეული იმ პოლიტიკური დონიდან გამომდინარე, რა უდაბლეს დონეზეცაა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები, ჰქონდეს კომუნიკაციის არხი. ეს არხი ათეული წლების განმავლობაში ისედაც არსებობდა და ეს აგრძელებს თავის ფუნქციონირებას”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

კობახიძის განმარტებით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, ამ პოზიციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დიალოგისთვის. ზურაბაშვილი სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობასთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილის პოსტსაც შეინარჩუნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლევან კობიაშვილი გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას ეხმაურება – “ყოველთვის გამორჩეული იყავი, როგორც თანაგუნდელი, როგორც კაპიტანი და როგორც ადამიანი”
  • პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
  • “დიდი შეურაცხყოფაა, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე – 5 ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს”- ბადრი ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge