Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

October 22, 2026
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა – კომისიის დასკვნიდან გარემოებების გამოკვლევა ნიკა გვარამიამ მოითხოვა.

შუამდგომლობას სრულად დაეთანხმა ნაციონალური მოძრაობა, ნაწილობრივ კი – ლელო და გიორგი გახარიას პარტია. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კოალიცია ცვლილებისთვის შუამდგომლობაში წულუკიანის კომისიის დასკვნიდან არაერთი გარემოების გამოკვლევა იყო მოთხოვნილი, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხებიც.

“კომისიის დასკვნაში წერია ოპოზიიცის მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარება. სარჩელის I.3.2 ნაწილით ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის მოპასუხემ, არჩევნების შედეგები „უარყვეს“ და პარლამენტი „არალეგიტიმურად გამოაცხადეს“, ხოლო „ამ პოლიტიკური პარტიების შეფასების საპირისპირო ფაქტები დაადასტურა “გამოძიებამ“. გასარკვევია, რას ეფუძნებოდა მოპასუხის პოზიცია (საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები, დოკუმენტირებული დარღვევები) და რა დაადგინა გამოძიებამ რეალურად, რომელი საპროცესო აქტით და რა სტატუსით. ეს გარემოება მოპასუხის მიმართ წაყენებული დასკვნით წაყენებული „საბოტაჟის“ ბრალდების ფაქტობრივი ბირთვია.

ასევეა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების გარემოებები. ოცნების სარჩელის I.4.1 ნაწილით „საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“. გასარკვევია, რა ხდებოდა 2008 წლის 1-8 აგვისტოს, ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები და რა ფაქტობრივ პოზიციას იცავდა თავად საქართველოს სახელმწიფო ამ საკითხზე 2008-2026 წლებში ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ჟენევის დისკუსიების წინაშე. ეს გარემოება მოპასუხეს პირდაპირ ეხება: სარჩელი მოპასუხის დღევანდელ ქმედებებს 2008 წლის ომამდელ ქმედებებთან აიგივებს („იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა“) და 2008 წლის დასკვნისეულ ვერსიას მოპასუხის „განჭვრეტადობისა“ და „შეგნებული“ მიზნის საზომად იყენებს. თუ 2008 წლის ვერსია არ დადასტურდა, მოპასუხის მიმართ ეს შედარებაც საფუძველს კარგავს.

გარემოება N3. 2007 წლის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. სარჩელის I.4.1 ნაწილით ერთეულის შექმნა „საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო“ (117-ე სქოლიო). გასარკვევია, როგორ მოეპყრო ამ ერთეულს 2012 წლის შემდგომი სახელმწიფო, შეინარჩუნა, დააფინანსა და ხელმძღვანელები დანიშნა თუ „ღალატად“ შეაფასა. სარჩელი 2004–2012 წლების ქმედებებს მოპასუხეზე „უწყვეტობის“ ლოგიკით ავრცელებს (I.4.2 პირველი აბზაცი: ქმედებები „მჭიდროდ დაკავშირებულ“ პარტიებთან ერთად „განაგრძო“), ამიტომ მოპასუხეს ამ შეფასების გაქარწყლების უფლება აქვს”. – ეწერა კოალიციის შუამდგომლობაში.

სხდომაზე ნიკა გვარამიამ იმ გამოსათხოვ დოკუმენტებზეც ისაუბრა, რასაც კოალიცია ითხოვდა.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე Georgia v. Russia (II) (№38263/08) საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მემორანდუმის არსებით საკითხებზე და სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის ის ნაწილები, რომლებიც 2008 წლის 1-8 აგვისტოს მოვლენებსა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების გარემოებებს ეხება. გასარკვევი გარემოებაა, რა ფაქტობრივ ვერსიას იცავდა საქართველოს სახელმწიფო 2012–2024 წლებში სტრასბურგში, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროზე და 7 აგვისტოს წინა დღეების ცეცხლზე. თუ ეს ვერსია დასკვნის ვერსიას ეწინააღმდეგება, სასამართლოს წინაშე ერთი და იმავე სახელმწიფოს ორი შეუთავსებელი პოზიცია დგას და დასკვნის ვერსია დადგენილად ვერ ჩაითვლება. რატომ ვერ მოიპოვებს მოპასუხე? ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი მხარეთა მემორანდუმები არ ქვეყნდება და მხოლოდ მთავრობის ხელშია.

საქართველოს მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისთვის 2008–2022 წლებში გადაცემული მასალების ნუსხა და სახელმწიფოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტები 2008 წლის ომის დაწყების გარემოებებზე. გასარკვევია, წარმოება ICC-01/15, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა, რა ფაქტობრივ ვერსიას აწვდიდა სახელმწიფო პროკურორს, ომის დაწყების გარემოებების გამოკვლევისთვის პირდაპირ რელევანტურია. რატომ ვერ მოიპოვებს მოპასუხე? სახელმწიფოსა და პროკურორის კორესპონდენცია საჯარო არაა.

გამოყენებულია თუ არა კომისიის დასკვნა ან მისი ნაწილი სახელმწიფოს პოზიციის სახით რომელიმე საერთაშორისო სამართალწარმოებაში ან საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე. გასარკვევია, საერთაშორისო ფორუმებზე რა პოზიციას იცავს სახელმწიფო. რატომ ვერ მოიპოვებს მოპასუხე? ეს ინფორმაცია მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელ ორგანოს აქვს. ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციის პოზიციის ამსახველი დოკუმენტები ძალის გამოუყენებლობის საკითხზე 2012–2026 წლებში, იმ ნაწილში, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას ეხება”. – აღნიშნულია შუამდგომლობაში.

გვარამიას თქმით, გასარკვევი გარემოებაა, რა ფაქტობრივ პოზიციას იცავდა სახელმწიფო 2008 წლის 1-8 აგვისტოს მოვლენებზე, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლის დროზე და 7 აგვისტოს წინა დღეების ცეცხლზე; რა მასალას ემყარებოდა ეს პოზიცია და შეცვლილა თუ არა ის 2012 წლის შემდეგ და როდის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან არ გვაქვს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ჰუმანიტარულ სფეროს, ტრანსპორტის სფეროს, ეკონომიკას ეხება, რასთან დაკავშირებითაც საკომუნიკაციო ხაზის ფუნქციონირება აუცილებელია – ირაკლი ქადაგიშვილი
  • ღარიბაშვილის ადვოკატი გამორიცხავს, რომ ჩუბინიძის დაკავება მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კავშირშია
  • ღარიბაშვილის ადვოკატი გამორიცხავს, რომ ჩუბინიძის დაკავება მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კავშირშია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge