არ არის საჭირო, ვინმე დაგვეხმაროს სარჩელის გამართვაში – აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს შენ იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი, რასავ ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, დროის გაწელვის ტაქტიკაა.
„ძალიან მარტივია. ისინი უნდა ამოვიდნენ სარჩელიდან. თუ რომელიმე ბრალდება, რომელიც არის მოცემული, ვინმეს არ მიემართება, ან არ ჩანს, სასამართლო ამას არ განიხილავს, ან უარყოფითად განიხილავს მოსარჩელის პოზიციიდან. არ არის საჭირო, ვინმე დაგვეხმაროს სარჩელის
გამართვაში. ეს არანაირი პროცესუალური ვალდებულება არ არის. ამიტომ ეს ყველაფერი, რასაც უყურებთ, არის დროის გაწელვის ტაქტიკა. აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს შენ იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო,“ -განაცხადა შარმანაშვილმა.
