Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” მხარე ცდილობს, საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ მოხდეს საგამოძიებო კომისიების ჩატარება”- არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას შუამდგომლობებზე

October 22, 2026
” მხარე ცდილობს, საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ მოხდეს საგამოძიებო კომისიების ჩატარება”- არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას შუამდგომლობებზე

შუამდგომლობის დეტალებში შესვლას სამართლებრივადაც აზრი არ აქვს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მხარე ცდილობს საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ მოხდეს საგამოძიებო კომისიების ჩატარება – ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რომ რომელიმე დოკუმენტის ან პირების გამოკითხვა მოხდეს ამ პროცესზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შუამდგომლობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შუამდგომლობა ორ რამეს ისახავს მიზნად: „გაიწელოს და გაჭიანურდეს სასამართლო პროცესი და მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია“.

„ეს არის ის საკითხი, რომელიც არსებითი განხილვის, ანუ ჩვენი ახსნა-განმარტების დროს უნდა იქნას განხილული, რადგან მთელი სამართლებრივი ლოგიკა და დასაბუთება ამ ყველაფერზე არის დაფუძნებული. წარმოებისას, როდესაც წარმოვადგენთ ამ საკითხზეც გვექნება მსჯელობა. შესაბამისად, ის საკითხები, რომლებიც არის არსებითად განხილვის ეტაპზე, როდესაც გადავალთ და ჩვენი ახსნა-განმარტების დროს იქნება განხილული. ჩვენი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, შუამდგომლობების დაყენებისა და მათ საპასუხოდ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ განვაცხადოთ.

რაც შეეხება ზოგადად ამ შუამდგომლობას, მის დეტალებში შესვლას სამართლებრივადაც აზრი არ აქვს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მხარე ცდილობს საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ მოხდეს საგამოძიებო კომისიების ჩატარება. შევახსენებ რომ დაახლოებით 70-მდე საჯარო სხდომა არის ჩატარებული, ამავდროულად ასეულობით დოკუმენტია გამოკვლეული, მათ შორის, რასაც ქალბატონი ევა ბრძანებდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზიცაა, რაც არის მითითებული შესაბამის პარაგრაფებში. ამავდროულად, მხარე ითხოვს სისხლის სამართლის საქმის დეტალებს და განხილვებს. საინტერესოა, რომ მათ შორის, ამ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ საკითხად არის „რუსთავი 2“-ის საქმეც, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს კანონიერი, ძალაში შესული ეროვნული დონის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასევე ითხოვს. პირებს რაც შეეხება, წეღან რომ საუბრობდა ინკვიზიციური სასამართლო პროცესიაო, თქვენ დაგვეხმარეთ იმ პირების ჩამოყალიბებასა და იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოვკითხოთო, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ახსენებდა, შესაძლებელია, ადამიანს დარჩეს აღქმა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებისა და ჰააგის სასამართლოს პროკურორების გამოკითხვაც, შეიძლება სჭირდებოდეს მხარეს.

აქ შოუ არ არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში, მიმდინარეობს პლენუმის სხდომა. შესაბამისად, მცდელობაა იმისა რომ პირველი, გაიწელოს და გაჭიანურდეს სასამართლო პროცესი. მეორე, მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია. გუშინ ნიკა გვარამია უწოდებდა კომისიის დასკვნას მხოლოდ და მხოლოდ თხზულებას, რომელიც შედგება ათეული ათასი ადამიანის წამების, ქონების ჩამორთმევისა და ხოცვის ამბებით. ამას თხზულებას რომ უწოდებდა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რომ რომელიმე დოკუმენტის ან პირების გამოკითხვა მოხდეს ამ პროცესზე. მითუმეტეს, ეს არის ჩვენი მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი სარჩელი და თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ არასაკმარისია ჩვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მტკიცებულებები, თავად იმსჯელებს და რა თქმა უნდა, არ დაეყრდნობა და გაიზიარებს ჩვენ პოზიციას“, – განაცხადა გორდულაძემ.

მმართველი პარტიის წევრის განცხადებას სხდომაზევე უპასუხა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ „საგამოძიებო კომისია სწორედ მმართველმა პარტიამ გადმოიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში”.

„კომისია აქ გადმოიტანეთ თქვენ ეგ უკვე მოხდა თქვენ გადმოიტანეთ და სასამართლო ამაში დაგეხმარათ. ეს კომისია აქ გადმოტანილია!”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ორი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი…” – რას წერს უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია?
  • ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ იციან, ომის დაწყებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხზე ისინიც არიან თუ არა მოპასუხე მხარეები
  • „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა, მაშინ არ უთქვამთ, რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ახლა ზღაპრები თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ”- ირაკლი ქადაგიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge